სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ On.ge-ის გენერალური დირექტორის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
ნინო ზაუტაშვილი NEWS.On.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
"რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რომ საქმე ასე დასრულდებოდა, ანუ არ დააკმაყოფილებდა ქართული სასამართლო ჩემს სარჩელს. თუმცა, რაღაც მომენტი მაინც ვიფიქრე, რომ შრომით დავას რაც ეხება, ამაში მაინც გამოიჩენდა მეტ ყურადღებას სასამართლო და კონკრეტულად მოსამართლე. ძალიან გული დამწყდა და მინდა გითხრათ, რომ, თუ მე არ ვცდები და ინტუიცია თუ არ მღალატობს, არც მთლად მოსამართლე იყო ძალიან ბედნიერი იმით, რასაც აცხადებდა. მე ნამდვილად შევდივარ მის მდგომარეობაში, ნამდვილად მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა იმას ამბობ, რაც შენი გულიდან არ მოდის, თუმცა შეიძლება სრულიად ემოციური განცხადებაა ახლა ჩემგან და არაფერი აქვს მას საერთო სიმართლესთან.
ბრძოლას ვაგრძელებ. რა თქმა უნდა, ეს არ მომცემს არანაირ საფუძველს იმისთვის, რომ გავჩერდე და არ გავაგრძელო ბრძოლა, რომელშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ვარ მართალი და ამიტომ ყველა ინსტანციას ამოვწურავ საქართველოში და ცხადია, შემდეგ მივმართავ უკვე ევროპულ სასამართლოს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მიღებული სწორი გადაწყვეტილება ჩემს საქმესთან დაკავშირებით," — განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების საქმისა, სასამართლოში შეტანილია გადაცემა "რეალური სივრცის" აღდგენის მოთხოვნის სარჩელი. ნინო ზაუტაშვილის შეფასებით, რადგან სასამართლომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ საქმეზეც ანალოგიური გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი.
"ცალკე არის "რეალური სივრცის" აღდგენის მოთხოვნის სარჩელი შეტანილი. 20-ში [აპრილს] გამოცხადდება გადაწყვეტილება ამ გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვაკავშირებ კიდევაც ამ გადაწყვეტილებას იმასთან, რაც შეიძლება 20-ში მოხდეს იმიტომ, რომ "რეალური სივრცის" დახურვის ერთ-ერთი მიზეზად ზუსტად ის იყო დასახელებული, რომ წამყვანი გაშვებულია სამსახურიდან და შესაბამისად იხურება თოქ-შოუც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა ისევე როგორც მე, ასევე "რეალური სივრცის“ გუნდი ბრძოლას ვაგრძელებთ ნებისმიერ შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ვართ მართლები," — განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის აპრილში გაათავისუფლეს. მასთან ერთად დაატოვებინეს სამსახური ასევე საინფორმაციო გამოშვება მოამბის წამყვანს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. ორივე მათგანმა საზმაუდან გათავისუფლება საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 8 მაისს გაასაჩივრა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები