ქუვეითის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონებით განხორციელებული "ინტენსიური თავდასხმა" მოიგერიეს, რომელთა სამზნეც ნავთობისა და ენერგეტიკული ობიექტები იყო. მიუხედავად ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, თავდასხმები ოთხშაბათს, 8 აპრილს, დილის 08:00 საათიდან დაიწყო. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

Aljazeera წერს, რომ აღნიშნული თავდასხმა ირანიდან განხორციელდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ქუვეითია შეიარაღებულმა ძალებმა 28-31დრონი გაანეიტრალეს.

დარტყმები ქვეყნის სამხრეთით მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობის ობიექტებზე, ელექტროსადგურებსა და წყლის გამამლაშებელ ქარხნებზე იყო მიმართული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ეს ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ქუვეითის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, სამხედროები სრულ მზადყოფნაში რჩებიან და აგრძელებენ ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს.