დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
ფოტო: იმედი L
სადაზღვევო კომპანია იმედი L მოგზაურების გვერდითაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამჯერად, იმედი L-მა ანტარქტიდაზე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილე მკვლევრები დააზღვია.
მსოფლიოს ყველაზე შორეული და ექსტრემალური ადგილებიც კი აღარ არის დაბრკოლებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვლევას, აღმოჩენებსა და მოგზაურობას ემსახურებიან. ასეთ შემთხვევებში უსაფრთხოება და სანდო მხარდაჭერა კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მკვლევარი აკაკი ნადარაია გვიყვება რომ ანტარქტიკაზე ჩატარებული ექსპედიცია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა მის კარიერაში. ექსპედიცია დაიწყო დედამიწის ყველაზე სამხრეთი ქალაქიდან — უშვაიადან (არგენტინა), რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიოს ბოლო წერტილი. სწორედ აქედან გაემგზავრა მკვლევართა ჯგუფი თეთრი კონტინენტისკენ, სადაც სრულიად განსხვავებული, მკაცრი და, იმავდროულად, შთამბეჭდავი გარემოა.
“ამგვარი ექსპედიციის დაგეგმვა მხოლოდ მეცნიერული ინტერესით არ შემოიფარგლება, ის მოითხოვს სერიოზულ ლოგისტიკურსა და უსაფრთხოების წინასწარ უზრუნველყოფას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევა იყო, რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ანტარქტიდაზე მოგზაურობის სპეციფიკურ მოთხოვნებს. სწორედ ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის დაზღვევის უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე.
როგორც კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების მკვლევრისთვის, ანტარქტიკაში ყოფნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად სირთულეებისა, სწორედ ამგვარი გამოცდილებები ქმნის ანტარქტიკულ ექსპედიციას უნიკალურსა და დაუვიწყარს. ასეთ დროს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება კი ორმაგად მნიშვნელოვანია.“ — აკაკი ნადარაია, მკვლევარი.
“ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ იმედი L არის პარტნიორი, რომელიც ადამიანებს სთავაზობს მაქსიმალურად მორგებას სწორედ მათ საჭიროებებზე, ადამიანების ცხოვრების განსხვავებული სტილიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას ინდივიდუალური საჭიროებები აქვს. იქნება ეს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობა თუ განსხვავებული მიზნები, ჩვენ მომხმარებლის გვერდით ვართ და მათთვის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. ნებისმიერი ემოცია და ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავალი, ერთგულ დაცვას საჭიროებს, რასაც იმედი L მომხმარებელს სთავაზობს. ანტარქტიდაზე მოგზაურობის დაზღვევაც ამის კარგი მაგალითია.“ — ამბობენ იმედი L-ში.
იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ფარავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას და აფინანსებს ისეთ აუცილებელ საჭიროებებს, როგორებიცაა გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური, სტომატოლოგიური ან ოფთალმოლოგიური მკურნალობა, ასევე რეპატრიაციას — თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, სადაზღვევო პოლისი ამის ხარჯსაც დაფარავს. საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლია, ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად. ასევე, შესაძლებელია ბარგისა და მოგზაურობის გადადების დაზღვევის პროდუქტებით სარგებლობაც. მომხმარებელს დაზღვევის შეძენა, მარტივად და სწრაფად, ონლაინ შეუძლია.
იმედი L უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მომხმარებლებს საიმედო სამოგზაურო დაზღვევით და მუდმივად ცდილობს, რომ მომსახურება მოგზაურის საჭიროებებს მოარგოს — იქნება ეს ტურისტული მოგზაურობა, საქმიანი ვიზიტი თუ სამეცნიერო ექსპედიცია, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე შორეულ წერტილებში.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები