"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში, პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" (Patriots for Europe in Congress) დაფუძნდა, რომელსაც ქართული ოცნებაც შეუერთდა.
პოლიტიკურ ჯგუფს ქართული ოცნებიდან 8 წარმომადგენელი ჰყავს და მისი თავმჯდომარის მოადგილე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძეა. ქართული ოცნების გარდა, პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდნენ იტალიური, ჩეხური, ავსტრიული და ესპანური პარტიების წარმომადგენლებიც. ჯგუფს ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი, ანა მაგიარი უხელმძღვანელებს.
"ჯგუფში, Fidesz-KDNP-ის (უნგრეთი) 7 მერსა და ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად, კონსერვატიული ღირებულებების ერთობლივი დაცვისთვის, ერთმანეთის სოლიდარობისა და დახმარების პირობით, გაერთიანდნენ ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკოსები შემდეგი პარტიებიდან:
იტალიური Lega (5 წარმომადგენელი);
ჩეხური ANO 2011 (6 წარმომადგენელი);
ქართული ქართული ოცნება (8 წარმომადგენელი);
ავსტრიული FPÖ (2 წარმომადგენელი);
ესპანური VOX (1 წარმომადგენელი);
პოლიტიკურ ჯგუფის თავმჯდომარედ ანა მაგიარი აირჩიეს (Fidesz-KDNP), მისი ვიცეთავმჯდომარეები რიჩარდ ვერესი (ANO 2011) და ნინო ვარდოსანიძე (ქართული ოცნება) არიან, ხოლო ხაზინადარია ანდრეას რაბლი (FPÖ). პრეზიდიუმში წარმოდგენილია ყველა ეროვნული წევრი პარტია. ახალი პატრიოტული პოლიტიკური ჯგუფი, ფაქტობრივად, ევროპარლამენტის "პატრიოტები ევროპისთვის" "უმცროსი ძმაა" და იმავე გზას ადგას სტაბილური ღირებულებების წარმოსაჩენად დღევანდელ ტურბულენტურ, გაურკვეველ და სახიფათო სამყაროში", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. მათივე განმარტებით, ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს.
"ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს", — აღნიშნულია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მანამდე, ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული პარტია "ნაციონალურ კონსერვატორული, მემარჯვენე პოპულისტური და ევროსკეპტიკოსია". მისივე თქმით პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის დაშლას.
"მოკლედ, გაირკვა რომ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ოჯახს "პატრიოტები ევროპისთვის" შეუერთდნენ. ისე, რომ იცოდეთ რა პარტია ეს — ნაციონალურ კონსერვატორული, მემარჯვენე პოპულისტური და ევროსკეპტიკოსები. აი, ის პარტიაა, ვიქტორ ორბანმა და მარი ლე პენმა მეგობრებთან ერთად რომ ჩამოაყალიბეს. ის პარტიაა, რომელიც არათუ მხარს არ უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თავად ევროკავშირის დაშლის მსურველები არიან. ის პარტიაა, რომელსაც ევროპარლამენტში ცივილური დიდი პარტიებიდან არავინ ეთანამშრომლება. ასევე გაირკვა, რომ არა ქართული ოცნება და მათი რვა წევრი, ეს პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეიკვრებოდა, რადგან საჭირო იყო 28 ადამიანი. ანუ ხვდებით ხომ, ქართულმა ოცნებამ ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას კონგრესში, რომელიც წინააღმდეგია ევროკავშირის გაფართოების! ("პატრიოტები ევროპისთვის" მარგინალურ იდეებზე და ქმედებებზე რომ არაფერი ვთქვა)", — წერს ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, რომელსაც 2025 წლიდან საკუთარი მედიაპლატფორმა "ევროსკოპი" აქვს და ბრიუსელიდან საერთაშორისო საკითხებს აშუქებს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები