დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ძალების "შეუჩერებელი" ძლევამოსილება შეაქო. ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, სიტყვით გამოსვლისას, მან ამერიკელებს განუცხადა, რომ კონფლიქტი, რომელიც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, "მალე" დასრულდება, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. ამის შესახებ ინფორმაციას NBC news ავრცელებს.
ტრამპის ეს გამოსვლა მისი მხრიდან სამხედრო ოპერაციის საჭიროების ყველაზე მკაფიო საჯარო დასაბუთება იყო. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული სამხედრო ოპერაცია აუცილებელია თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის და წარმოადგინა ჩარჩო, რომლითაც, მისი თქმით, ამერიკის წარმატება შეფასდება.
"იმ პროგრესის წყალობით, რომელსაც მივაღწიეთ, ამ საღამოს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ქვეყანა (ირანი) განადგურებულია და, ფაქტობრივად, საფრთხეს აღარ წარმოადგენს... ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში. მთელი მსოფლიო გვიყურებს", — განაცხადა ტრამპმა.
მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სამხედრო მიზნებს "სრულად არ მიაღწევენ".
"მალე ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ... მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ. მანამდე კი მოლაპარაკებები გრძელდება", — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე დასძინა, რომ თუ ირანი აშშ-ისთან შეთანხმებას არ დადებს, მოკავშირეებთან ერთად მათ თითოეულ ელექროსადგურს ძლიერად დაარტყამენ.
"ჩვენ დავარტყამთ მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად", — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ ჩაება აშშ ომში. მან ირანის თეოკრატიული რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ახალ ადგილას ავითარებდა, რითაც "ნათელი გახადა, რომ მათ ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაზე უარის თქმა არ ჰქონდათ განზრახული".
"ყველა ამბობდა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ სიტყვებია, თუ არ ხარ მზად იმოქმედო, როცა დრო დადგება“, — თქვა მან და მოგვიანებით დაამატა: "ჩვენ ირანის მხრიდან ამერიკისა და მსოფლიოსთვის მომავალი ბოროტი საფრთხის დასრულების ზღვარზე ვართ".
მისი თქმით, სხვა დიდი კონფლიქტები გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, მათ შორის ამერიკის მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, რომელიც "ერთ წელს, შვიდ თვესა და ხუთ დღეს გაგრძელდა"; კორეის ომი, რომელიც "სამ წელს, ერთ თვესა და ორ დღეს"; და "ერაყი, რომელიც რვა წელს, რვა თვესა და 28 დღეს გაგრძელდა."
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი სწორ პერსპექტივაში დავინახოთ", — აღნიშნა მან.
ტრამპმა აღიარა, რომ "ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია" ომის გამო გაზის ფასების მატებით, თუმცა ამაში ირანის რეჟიმი დაადანაშაულა.
- "არა მეფეებს" პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა
- ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
Deutsche Welle-ს ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ მიმართვის შემდეგ, ნავთობის ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, აზიური აქციების კურსი კი დაეცა.
მათი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 106.22 დოლარი (92 ევრო) შეადგინა. აშშ-ის ნავთობის ფასი (benchmark US crude) კი 4.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.36 დოლარი გახდა.
ხუთშაბათს დილით, აზიურ ვაჭრობაში, ტოკიოს Nikkei 225-ის ინდექსი 1.4%-ით შემცირდა და 53,004.81 პუნქტამდე დაეცა. სამხრეთ კორეის Kospi-მ 3.4% დაკარგა და 5,292.36 შეადგინა. ჰონგ-კონგის Hang Seng კი 0.8%-ით შემცირდა და 25,082.59 პუნქტზე შეჩერდა.
ამავდროულად, აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები (ფიუჩერსი (ინგლისურად Futures) არის საქონლის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება.) 1%-ით შემცირდა, ხოლო ევროპული ფიუჩერსები 1.5%-ზე მეტით დაეცა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. "ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
- "არა მეფეებს" პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა
- ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
- ტრამპი აცხადებს, რომ CIA-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი გეია
- დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
- ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი
- ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
- "არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
კომენტარები