შსს: "ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ "ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი," — წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს, კათალიკოს-პატრიარქი საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სახალხო პანაშვიდები იმართება. სინოდის გადაწყვეტილებით, ილია II-ს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
მიმდინარე წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 17 მარტის დილას, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. გლოვის დღეები 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები