ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიესაჯა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიუსაჯა.
მიქაუტაძეს ესპანეთსა და მცხეთაში უძრავი ქონება, მის მეუღლის სახელზე დარეგისტრირებული 3 მანქანა — Mercedes-Benz, RANGE ROVER და Lexus ჩამოერთვა.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედებოდა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება - უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს "ნახიდურჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც," — განაცხადა პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დაესწრებია. ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების ინფორმაციით, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიქაუტაძემ დასკვნით სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მზად იყო აღიარებინა "არარსებული დანაშაული" და აენაზღაურებინა "არარსებული ზარალი", თუ მას მიეცემოდა საშუალება შვილიშვილის დაბადებას დასწრებოდა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 21 ივნისს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ რომეო მიქაუტაძე დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძეს 9 ბრალი ჰქონდა წარდგენილი და ₾8, 5 მლნ-ის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად.
პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თანხის თაღლითური მითვისების ერთ-ერთი ინციდენტის დროს რომეო მიქაუტაძემ €600 ათასი ლეგალური წარმომავლობის დასაბუთების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში €600 ათასი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
მიქაუტაძეს, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა — 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში ₾842 592 შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
მიქაუტაძეს ბრალი სსსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარედგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2017 წლიდან რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2018 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს კურირებდა. 2021–2022 წლებში მიქაუტაძე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე — ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
რომეო მიქაუტაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეშიც ფიგურირებს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები