ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა ნაცვლიშვილი ეუთოს წევრი 24 ქვეყნის მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშზე შალვა პაპუაშვილის კომენტარს ეხმაურება და წერს, რომ ის ეუთოს დასკვნის დაკნინებას ძალიან უგერგილოდ ცდილობს:
"პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ (ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნის). რამე ისეთი მაინც თქვით, ცოტა აზრი რომ ჰქონდეს:
— მთავარ ექსპერტსო საქართველოსთან რამე კავშირი არ ჰქონდაო — კავშირი კი არა, "პრეზიდენტად”" დააყენეთ კაცი, რომელმაც ქართული სიტყვების კი არა — ასოების კითხვა არ იცის! კევიღლაჭუნა და ჩაძინებულ "დეპუტატებზე" რომ აღარა ვთქვათ. მაგათი კავშირი ხომ მოგწონთ საქართველოსთან?! სინამდვილეში, ე.ი. ისე სუფთაა ეს ექსპერტი, მიუკერძოებელი, ვერ მოუძებნეს კომპრომატი და გამწარებული არიან!
— ქართულ პოლიტიკურ პროცესსო თუ ლანდშაფტსო არ იცნობენო პოლიტიკური ექსპერტიზისთვის არ არის ეგ მისია მოვლენილი, სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. ხოლო სამართლის კრიტერიუმებით- ხალხის წამება, გაზით დაწამვლა, ციხეებში გამომწყვდევა რომ დანაშაულია, თან საყოველთაოდ აღიარებული დანაშაული, მაგას არ სჭირდება თქვენს დანიშნულ "პარლამენტარებში" და მათ ვაი პროცესში გარკვევა, ეგ ყველა ქვეყანაში დანაშაულია!
— სწრაფად დაწერესო — ამაზე უკვე ძნელია სიცილი შეიკავო, ამას ამბობს იმ "ცეხის" "პრარაბი", რომელიც ყოველდღე კანონებს (!) უშვებს, ყოველგვარი, თუნდაც მოჩვენებითი საკონსულტაციო თუ სადისკუსიო პროცესის გარეშე.
კიდევ რაღაც იბოდიალა, აღარ მკითხოთ. დასკვნა ძალიან, ძალიან მძიმეა და არ იციან, რა ისაშველონ, ამიტომ შეეცდებიან მის კრიტიკას და არდათანხმებას. არა უშავს, შალვა, თქვენ თუ არ დაეთანხმებით ამ დასკვნას, დამნაშავე იშვიათად ეთანხმება განაჩენს, მაგრამ უწევს მისით ცხოვრება!", — წერს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისათვის, გუშინ, ე.წ. მოსკოვის მექანიზმზე გამოქვეყნებულ ანგარიშზე შალვა პაპუაშვილის კომენტარს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ "რამდენიმე დღეში დოკუმენტის შედგენა არასერიოზულია".
"რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ქვეყანაში ჩამოვიდა და ორ დღეში რაღაც დოკუმენტი შეადგინა, ეს არასერიოზულია. თან იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც შეხვედრებზე დაისვა. საკითხი ეხებოდა არჩევნებსაც, უმაღლესი განათლების რეფორმასაც, ძალადობასაც, პატიმრებსაც. ამ ანგარიშში საქართველოს უახლესი ისტორიის პოლონურ ხედვას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია. ადამიანმა ქართული ენა არ იცის, პოლიტოლოგი არ არის, იურისტია განათლებით და რიტორიკა როგორ უნდა შეაფასოს? ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამერიკა სხვადასხვა ორგანიზაციას ამიტომ ტოვებს. ერთი მხრივ, ფულის ფლანგვა და, მეორე მხრივ, მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება ხდება, ამერიკა ასეთ ორგანიზაციებს ამიტომ ტოვებს. ევროსაბჭოს წევრიც ვართ, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ვნახეთ, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად ჩაწერეს. ამ ხალხს რაზე ველაპარაკოთ? აცდენილი ვართ ღირებულებებში. ქალბატონ გოშიევს რა უნდა ავუხსნა, ეს ადამიანი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე. ამ ადამიანს ხედავს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. რა ვქნათ, იმ ქარიზმის შეპყრობილობიდან როგორ ვამოვიყვანოთ, რაც სააკაშვილის მიმართ აქვთ? ჩვენთვის მთავარია არა "მოსკოვის მექანიზმი" და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე. იმდენი ტყუილი გვაქვს უკვე მოსმენილი ბრიუსელისგან და სხვა დედაქალაქებისგანაც, რა ნდობა უნდა გვქონდეს?" — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები