ნადირობა გოლუმზე — ყველაფერი, რაც ბეჭდების მბრძანებლის ახალ ფილმზე ვიცით
ფოტო: New Line Cinema
ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში ახალი ლაივ-ექშენ ფილმი მზადდება. პროექტი ოფიციალურად 2024 წელს გამოცხადდა და ის შუახმელეთის ისტორიას პიტერ ჯექსონის ფილმების სამყაროში დააბრუნებს. ახალი ფილმის სამუშაო სათაურია: ბეჭდების მბრძანებელი: ნადირობა გოლუმზე (The Lord of the Rings: The Hunt for Gollum).
ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2027 წლის 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. თავდაპირველად გამოსვლა 2026 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროექტი ერთი წლით გადაიდო.
ფილმის რეჟისორი იქნება ენდი სერკისი, რომელმაც ორიგინალურ ტრილოგიაში გოლუმის როლი ითამაშა. სერკისი ახალ ფილმშიც თავად შეასრულებს გოლუმის როლს და ამავე დროს პროექტის რეჟისორი იქნება. ფილმის პროდიუსერები არიან ბეჭდების მბრძანებლის ორიგინალური ტრილოგიის ავტორები, პიტერ ჯექსონი, ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი.
გოლუმი
ფოტო: Warner Bros. Pictures
ფილმის სიუჟეტი ტოლკინის სამყაროს იმ პერიოდს შეეხება, რომელიც ჰობიტის მოვლენებსა და ბეჭდის საძმოს დასაწყისს შორის ხდება. ამბის ცენტრში არის გოლუმის ძებნა, ეს ის დროა, როდესაც გენდალფი და არაგორნი ცდილობენ იპოვონ გოლუმი, სანამ ის საურონის ხელში ჩავარდება. ეს ისტორია ტოლკინის წიგნებში მხოლოდ მოკლედ არის ნახსენები და ფილმი სწორედ ამ ეპიზოდის გაფართოებას შეეცდება.
ვინ ითამაშებს ახალ ფილმში?
რაც შეეხება მსახიობებს, ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებულია მხოლოდ ენდი სერკისის დაბრუნება გოლუმის როლში. თუმცა მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ორიგინალური ტრილოგიის მსახიობების შესაძლო დაბრუნებაზეც.
ელაიჯა ვუდმა, რომელმაც პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში ფროდო ბეგინსი ითამაშა, თქვა, რომ არ ისურვებდა ამ როლზე სხვა მსახიობის ნახვას. The Sunday Times-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ თითქმის ათი წელი გაატარა ამ პერსონაჟის თამაშში და სწორედ ამიტომ ეს როლი მისთვის განსაკუთრებულია. ვუდმა ასევე თქვა, რომ სანამ შეძლებს, ურჩევნია ფროდო ისევ თავად ითამაშოს.
მსახიობმა ასევე მიანიშნა, რომ არსებობს შანსი, ფილმში ფროდოც გამოჩნდეს. მისი თქმით, ეს ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა 2025 წელს ერთ ფან-კონვენციაზე იან მაკკელენმა აღნიშნა, რომ ახალ ფილმში არიან პერსონაჟები სახელად გენდალფი და ფროდო.
ვუდმა ასევე თქვა, რომ ახალი ფილმის იდეა მისთვის საინტერესოა, რადგან პროექტზე ისევ მუშაობს ბეჭდების მბრძანებლის ორიგინალური გუნდის ნაწილი, მათ შორის რეჟისორი ენდი სერკისი და სცენარისტი ფილიპა ბოიენსი. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად ჰგავს "ბენდის ხელახლა შეკრებას".
პროექტის სცენარისტმა ფილიპა ბოიენსმაც აღნიშნა, რომ შემოქმედებით გუნდს უკვე ჰქონდა საუბარი ვიგო მორტენსენთან, რომელმაც ორიგინალურ ტრილოგიაში არაგორნი ითამაშა. მიუხედავად ამისა, მისი მონაწილეობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დადასტურებულა. ბოიენსის თქმით, მათთვის ძნელი წარმოსადგენია ვინმე სხვა ამ როლში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მსახიობზე იქნება დამოკიდებული.
სხვა მსახიობებმაც გამოხატეს ინტერესიც დაბრუნებაზე. მაგალითად, ჯონ რის-დეივისმა, რომელიც გიმლის როლს ასრულებდა, თქვა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, თუ ისევ მძიმე გრიმის ტარება არ მოუწევს. ორლანდო ბლუმმაც, ლეგოლასის მსახიობმა, აღნიშნა, რომ ენდი სერკისთან უკვე ჰქონდა საუბარი ფილმის შესახებ.
ფროდო და გენდალფი
ამასთან, ახალი კასტინგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია ეხება ქეით უინსლეტს. Deadline-ის ცნობით, მსახიობი ფილმს შეუერთდება და ერთ-ერთ მთავარ ქალ პერსონაჟს ითამაშებს. მისი როლის დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება, უცნობია იქნება ეს ტოლკინის სამყაროში უკვე არსებული პერსონაჟი თუ სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი ახალი გმირი.
ფილმის სიუჟეტი იმ პერიოდს შეეხება, როდესაც გენდალფი ცდილობს გაარკვიოს ბეჭდის ნამდვილი ბუნება და არაგორნს სთხოვს გოლუმის მოძებნას. წიგნებში ეს მოვლენები თითქმის ორ ათწლეულს მოიცავს: გოლუმის ძებნას, მის დაჭერას და საბოლოოდ გაქცევასაც.
თუმცა მიუხედავად სხვადასხვა ცნობებისა და ჭორებისა, ფილმის კასტინგი ამ ეტაპზე სრულად ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ სპეკულაციის დონეზე რჩება.
გადაღებები სავარაუდოდ ახალ ზელანდიაში 2026 წელს დაიწყება, სადაც გადაიღეს ორიგინალური ტრილოგიაც.
ნადირობა გოლუმზე მხოლოდ ერთჯერადი პროექტი არ არის, Warner Bros. უკვე მუშაობს შუახმელეთის სამყაროში რამდენიმე ახალ ფილმზე, რაც ნიშნავს, რომ ბეჭდების მბრძანებლის კინოფრენჩაიზი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება.
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
კომენტარები