ჯეკ უაითი: ტეილორ სვიფტის სტილში დაშორებებზე სიმღერების წერა უინტერესოა
ფოტო: Getty Images
ჯეკ უაითმა, The White Stripes, The Raconteurs და The Dead Weather დამფუძნებელმა და 12-გზის გრემის მფლობელმა მუსიკოსმა თქვა, რომ საჯარო დაშორებებზე სიმღერების წერა "ტეილორ სვიფტის სტილში" მისთვის საერთოდ არ არის "საინტერესო".
"რაღაც მტკივნეულს არ გამოვიტან საჯაროდ იმისთვის, რომ ინტერნეტში რომელიმე იდიოტმა ფეხქვეშ გათელოს"
ფოტო: David James Swanson
50 წლის ფრონტმენს საკუთარ შემოქმედებაში ავტობიოგრაფიული დეტალების გამოყენების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან სვიფტი ახსენა, მომღერალი, რომლის გახმაურებულმა რომანტიკულმა ურთიერთობებმაც მის კარიერაში არაერთი სიმღერა წარმოშვა.
საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ სვიფტი სიმღერებს თავის ყოფილ პარტნიორებზე წერს, მათ შორის მუსიკოსებზე: ჯო ჯონასსა და მეთი ჰილიზე, და მსახიობ ჯო ელვინზე. ბოლო პერიოდში კი მის შემოქმედებაზე გავლენას ახდენს მიმდინარე ურთიერთობა თავის საქმროსთან, NFL-ის მოთამაშე ტრევის კელსისთან.
"არის თუ არა თქვენი რომელიმე სიმღერა სრულად ავტობიოგრაფიული?" — ჰკითხეს უაითს The Guardian-ისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში.
"არა, დიდად არა", — უპასუხა უაითმა — "ახლა ძალიან პოპულარული გახდა ტეილორ სვიფტისეული მეთოდი, როცა პოპ-მომღერლები თავიანთ ყველა საჯაროდ განხილულ დაშორებაზე წერენ, რაც ჩემთვის სრულიად უინტერესოა. ვფიქრობ, საკუთარ თავზე წერა ცოტა მოსაწყენია.
ჯეკ უაითი ლონდონში, 2012 წელს
ფოტო: Jim Dyson/Redferns/Getty Images
მაშინაც კი, თუ მართლა საინტერესო დღე მქონდა, ვგრძნობ, რომ ეს უკვე გამოვცადე და არ მჭირდება მისი ხელახლა გაცოცხლება ყოველ ჯერზე, როცა ამ სიმღერას ვმღერი", — განაგრძო მან — "თუ ეს რაღაც ნამდვილად მტკივნეულია, მაშინ საჯაროდ არ გამოვიტან იმისთვის, რომ ინტერნეტში რომელიმე იდიოტმა ფეხქვეშ გათელოს".
უაითმა ასევე თქვა, რომ სიმღერებში თავისი პირადი გამოცდილების მხოლოდ ნაწილს დებს: "ამიტომ, ჩემს საქმეში გამოცდილების მხოლოდ გარკვეულ პროცენტს ვიყენებ და შემდეგ მას სხვის პერსონაჟად გარდავქმნი. საკუთარ თავზე ვერაფერს ვისწავლი, სანამ სხვის ტყავში არ შევალ".
არ ვაპირებ, ეს მნიშვნელოვანი და მტკივნეული გამოცდილება ინტერნეტში რომელიმე იდიოტს გადავუგდო საჯიჯგნად
36 წლის სვიფტმა კრიტიკოსთა აღიარება და ერთგული ფანების არმია სწორედ თავისი "აღსარებითი" სიმღერების წერის სტილით მოიპოვა.
მაგალითად, 2012 წლის სიმღერაზე All Too Well ვარაუდობდნენ, რომ მის ყოფილ ბოიფრენდზე, მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლზე დაიწერა, თეორია, რომელიც თითქმის დადასტურდა, როდესაც სვიფტმა 2021 წლის განახლებულ ვერსიაში ტექსტი ჩაამატა.
ტეილორ სვიფტი ერას ტურზე
ფოტო: Vulture
ტეილორ სვიფტმა სწორედ საკუთარი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებით შექმნა გლობალური ფენომენი. დღეს ის 14 გრემის მფლობელი და პირველი მუსიკოსი-მილიარდერია, რომელმაც ეს სტატუსი მხოლოდ შემოქმედებით მოიპოვა. სვიფტი ერთადერთი არტისტია, რომელმაც წლის ალბომის ნომინაციაში ოთხჯერ გაიმარჯვა, რაც მის სტილს კომერციულად ყველაზე მომგებიანად აქცევს და მისი გავლენა ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას ხშირად თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმღერების ავტორად მოიხსენიებენ.
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
კომენტარები