ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, "რეჟიმმა დიდი რესურსის და ძალის გამოყენების მიუხედავად, ვერ მიაღწია ლეგიტიმურობის აღიარებას და ასეთი რამ მოიფიქრა: "თუ არ მაღიარებთ, დაგიჭერთ". ის წერს, რომ "შეიძლება ძალა გქონდეს, მაგრამ ძალაუფლება არა — ესაა ლეგიტიმურობის ფორმირების საიდუმლო ინგრედიენტი, რასაც ავტორიტარული რეჟიმები არ ითვალისწინებენ".
"რეჟიმმა მიიღო კანონი, რომლითაც დაისჯები თუ ოცნება არალეგიტიმურად მიგაჩნია და ამაზე საჯაროდ და ხშირად ლაპარაკობ. მუხლს ჰქვია "ექსტრემიზმი".
ავტორიტარიზმმა ამუშავა პროპაგანდა, დაიჭირა ათეულობით ადამიანი შეთითხნილი ბრალდებებით, ასობით ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრა, ტროტუარზე დგომის გამო გვაჯარიმებს, ფეისბუქ-პოსტის გამო "დმი"-ში გვიშვებს, გადაკეტა სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების ყველა გზა, "ტიტუშკები" გამოუშვა ქალაქში, "რობოკოპების" შემდეგ.
ამხელა რესურსის და ძალის გამოყენების მიუხედავად, ვერ მიაღწია ლეგიტიმურობის აღიარებას და ასეთი რამ მოიფიქრა: "თუ არ მაღიარებთ, დაგიჭერთ".
ძალაუფლების წყარო ხალხია. შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო. რა წამს მომენტი მოვა, მაშინვე მოგთხოვს მიტაცებული სახელმწიფოს უკან დაბრუნებას.
შეიძლება ძალა გქონდეს, მაგრამ ძალაუფლება არა — ესაა ლეგიტიმურობის ფორმირების საიდუმლო ინგრედიენტი, რასაც ავტორიტარული რეჟიმები არ ითვალისწინებენ", — წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების" მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება, ამას გარდა დასჯადი ხდება გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი — "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
ამ მუხლის დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
კანონს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა 4 მარტს მოაწერა, რის შემდეგ ის ძალაშია.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები