"მიწა ხარ და მიწად იქეცი" — ლევან მახაშვილი ოპოზიციის ალიანსს "ბიბლიურ შეგონებას" ადარებს
ოცნების დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ალიანსი "ბიბლიურ შეგონებას" შეადარა. მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები "თავიანთ ბუნებრივ წიაღს, დედა პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდნენ".
"ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა: "მიწა ხარ და მიწად იქეცი" — თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო. მოჩვენებითი წარმოდგენა იყო, რომ თითქოს, ისინი გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა, თავიანთ, ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, საიდანაც თავის დროზე იშვნენ და სადაც მათი ადგილია იდეოლოგიურად. შეიძლება სხვაგან იყვნენ, სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთ იდეოლოგიას და ერთ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნიან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არიან და ეს მოსაზრება ამ გაერთიანებით თავად დაადასტურეს. ნაციონალური მოძრაობის ხელწერა ბელადომანიაა, განსაკუთრებით საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ამას ზოგიერთი აღიარებდა თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა, იდეის და სულის ჩამდგმელი. ამ ნაწილში მისი განცხადებაც ლოგიკურია. თუ ვინმე თავს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილისგან განყენებულად და განდგომილად, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც აღიარებდა და რაღაცნაირად ცდილობდა, ამ პროცესისგან გარიდებას, ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს, მაგრამ ეს ფაქტია და ასეა. შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად ამ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ოჯახის წევრი აღმოჩნდა. ისიც იმ ადგილს და ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც იდეოლოგიურად ეკუთვნის," — განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ 2 მარტს 9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. ამ ალიანსში არ მოხვდნენ ლელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის.
ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას.
ალიანსის წევრი პარტიებია: ახალი, გირჩი — მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.
- გიორგი შარაშიძე: ყველა ის პარტია, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ყოფილი "ნაცია", ოფიციალურადაც და დნმ-ითაც
- ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ — ელემე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების ალიანსზე
- ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად — სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ალიანსზე
- ეს შეთანხმება პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტია — თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე
- ანა დოლიძე: მე ვარ იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც საკუთარ თავს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები