ეს შეთანხმება პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტია — თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე
ფოტო: თამარ ჩერგოლეიშვილი / Facebook
ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი 2 მარტს შემდგარ ოპოზიციური პარტიების ალიანსს ეხმაურება. ის მადლობას უხდის ყველას, "ვინც ოპოზიციური პარტიების შეთანხმებამ იმედით აანთო" და წერს, რომ მათი იმედი ფედერალისტებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამას გარდა, ჩერგოლეიშვილი წერს, რომ მისთვის "ეს შეთანხმება არის პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტი და ამ მოვლენისთვის ხელსაყრელი გარემოებები ახლა შექმნა ბრძენმა ქართველმა ხალხმა!"
"დიდი მადლობა ყველას, ვინც ოპოზიციური პარტიების შეთანხმებამ იმედით აანთო — თქვენი იმედი ჩვენთვის, ფედერალისტებისთვის, ძალიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს ვიზამთ, რომ არ გაგიცრუოთ.
უფრო მეტი — რომ არა თქვენი, ძალიან ხმამაღალი და მკაფიო დაკვეთა, ამ
შინაარსის შეთანხმებას ვერ დავდებდით და ამ შინაარსის გარეშე ფედერალისტები თავს ვერანაირ ალიანსში ვერ დავინახავდით, რადგან ამ შინაარსის გარეშე, ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ვერ მოვემსახურებოდით.
ახლა რაც შეეხება პრეტენზიებს:
1. "ნაცები გაერთიანდნენ"
ვისაც გულწრფელად გაინტერესებთ და ხელმოცარულობისგან არ ისვრით პრეტენზიებს, შეგიძლიათ შეთანხმება წაიკითხოთ:
"მოცემული შეთანხმება არ გულისხმობს სრულ იდეოლოგიურ თანხვედრას, ან პარტიათა შერწყმას, ან რომელიმე პარტიის, ან ლიდერის გარშემო დაჯგუფებას".
რაც შეეხება ხელმოცარულებს, რომლებიც ამ ბრალდებას დისკრედიტაციის მიზნით ისვრიან — მათი სიმართლით სიარულს ვუსურვებ ყველას, ბიძინა ივანიშვილის და მისი პროპაგანდისტული მედიის თამადობით, რათა ოცნებასთან ერთად მოვისროლოთ ისტორიის სანაგვეზე ხელმოცარული დეზინფორმატორები. ეს არაა წყევლა — თუ ქართველ ხალხს გამარჯვება უწერია, ეს გარდაუვალად, სისტემურად ასე მოხდება, შემიძლია დაგენიძლავოთ.
ანუ ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი და ექსპერტი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს და პარტიების დემოკრატიულ შეთანხმებას „ნაცების გაერთიანებად“ ნათლავს, ოცნებასთან ერთად გადაიჩეხება.
2. "აქამდე რატომ არ შეთანხმდით".
შეთანხმება გულდასმით წაიკითხეთ.
აქამდე ვერ შევძელით ამ შინაარსის შეთანხმების მიღწევა და იმიტომ არ შევთანხმდით. აქამდე არ იყო ხალხის დაკვეთა ისეთი აშკარა, რომ ოლიგარქიული და ავტოკრატიული ინსტინქტები მოგვეთოკა და იმ პირობებით შევთანხმებულიყავით, რაც შეთანხმების წარმატებას უზრუნველყოფდა. ახლა, როცა ხალხმა მიანგრ-მოანგრია და მოთოკა — სივრცე გაჩნდა დემოკრატიული პროცესისთვის და ვისარგებლეთ (only a crisis can produce change).
იხილეთ შეთანხმება:
"დემოკრატიული ოპოზიცია საზოგადოებას დავარწმუნებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებს ვემსახურებით, და არა რომელიმე ოლიგარქიული ან/და ავტოკრატიული ლიდერის ინსტინქტებს და გამოვრიცხავთ არსებული რეჟიმის ახალი ავტოკრატიული ან ოლიგარქიული სისტემით ჩანაცვლებას".
ანუ ამ შეთანხმებით, ვერავინ მოგვთხოვს და ვერც ჩვენ მოვითხოვთ ჩრდილიდან, ან კენწეროდან, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი გავწიოთ და სხვა შემოვწიოთ (რისი მაგალითებიც მრავლადაა ქართული ოპოზიციის ისტორიაში) და ეს ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხი იყო, ასეთი ჩანაწერის არსებობა. ანუ ქართველი ხალხის და მისი დაკვეთის დამსახურებაა, რომ ამ შინაარსის შეთანხმების გაფორმება შევძელით.
3. რით განსხვავდება ეს შეთანხმება ყველა წინა შეთანხმებისგან:
წესებით! ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ შეთანხმებაში გვხედავთ, არის თანამშრომლობის წესები. ესეც პროტესტის დამსახურებაა. პროტესტი 460 დღეა დაგვძახის, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.
არ იქნება სამართალი! — არ იქნება მშვიდობა! ოპოზიციური პარტიები ვერ გამოვალთ ურთიერთ თავდასხმის რეჟიმიდან და ვერ დამყარდება ჩვენ შორის მშვიდობა, თუ არ იარსებებს წესები, ანუ სამართალი! უწესოდ ვინც იქცევა, ყველას პასუხი გაეცემა. წესებს ვინც დაიცავს, იმასთან იქნება მშვიდობა.
იხილეთ წესები:
1. პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის პრინციპები
1.1 თანამშრომლობა გულისხმობს ხელმძღვანელობას საერთო წესებით, საერთო მიზნისთვის და არა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების სრულ თანხვედრას შეხედულებებში;
1.2. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად;
1.3. ყველა ხელმომწერი პარტია ვალდებულია თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.
2. თანასწორობა და ურთიერთაღიარება
2.1. ყველა ხელმომწერი პარტია აღიარებს ერთმანეთს ლეგიტიმურ, თანასწორ აქტორად;
2.2. რუსული, ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებამდე ქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლება ამ კოდექსის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიის საჯარო დელეგიტიმაცია რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებით, ერთმანეთის ცილისწამება, ასევე ნებისმიერი თავდასხმა და დისკრედიტაცია;
2.3. კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებზე იდეოლოგიური და ტაქტიკური განსხვავებების ხაზგასმა და ამ საკითხებზე ორიენტირებული კამათი არ განიხილება ამ კოდექსით განსაზღვრული წესების დარღვევად.
3. პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტი
3.1. ხელმომწერი პარტიები, რომელთა ლიდერებიც პოლიტიკურ პატიმრობაში ან დევნილობაში არიან, იღებენ პასუხისმგებლობას, დანიშნონ წარმომადგენელი, რომელიც დემოკრატიული ოპოზიციის ერთობაში პარტიის და მისი ლიდერის სახელით საუბრობს და რომლის გადაწყვეტილებები განიხილება პარტიის და მისი ლიდერის გადაწყვეტილებებად;
3.2. ხელმომწერი პარტიის წევრების ან/და ამ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი ფიგურებისა და ჯგუფების მხრიდან თავდასხმა დემოკრატიული პარტიების საერთო გადაწყვეტილებებზე ხელმომწერ პარტიას ავალდებულებს, რომ საჯაროდ განმარტოს და დაიცვას ხელმომწერი პარტიის საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილება.
4. საპროტესტო პროცესზე პასუხისმგებლობის სტანდარტი
4.1. ხელმომწერი პარტიები ვალდებულებას იღებენ, არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ან შედეგად გამოიწვევს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას;
4.2 ხელმომწერი პარტიები თანამშრომლობენ აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებთან პროტესტის ამოცანების მისაღწევად.
5. სამართლიანი კონკურენცია
ხელმომწერი პარტიები აღიარებენ სამართლიანი კონკურენციის აუცილებლობას საჯარო სივრცეში.
ამ თემაზე დღეს ლაივს გავაკეთებ და ყველა მუხლს ჩავშლი და უკეთ მიხვდებით, რატომ გახდა შესაძლებელი შეთანხმება.
ახლა რით განსხვავდება ეს შეთანხმება ყველა წინა შეთანხმებისგან და იოლად მიხვდებით, რატომ იდგა აქამდე ქვების მიმოფანტვის ჟამი და რატომ დადგა ახლა, ამ ქვების შეგროვების მომენტი.
ჩვენთვის, ეს შეთანხმება არის პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტი და ამ მოვლენისთვის ხელსაყრელი გარემოებები ახლა შექმნა ბრძენმა ქართველმა ხალხმა!
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები