ყველაფერი, რაც კრისტოფერ ნოლანის ოდისეაზე ვიცით
ფოტო: Universal Pictures
ახალ-ახალი ტრეილერებისა და თიზერების გამოჩენასთან ერთად, კრისტოფერ ნოლანის მძაფრსიუჟეტიანი ეპიკური ფილმის, ოდისეას, მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.
ფილმი ჰომეროსის ოდისეას ერთ-ერთი ადაპტაციაა. ის მოგვითხრობს ითაკას მეფის, ოდისევსის, 10-წლიან მოგზაურობზე, როცა ტროას ომის შემდეგ ის სახლში ბრუნდება. გზად ის მრავალ საფრთხეს წააწყდება და აღმოაჩენს, რომ მისი თანამგზავრები დაიღუპნენ.
პოემის არაერთი ადაპტაცია უკვე ვიხილეთ, მათ შორის ჯუზეპე დე ლიგუოროს 1911 წელს გადაღებული უხმო ფილმი, კირკ დუგლასის მონაწილეობით გადაღებული 1954 წლის ფილმი Ulysses, ძმები კოენების საკულტო კომედია O Brother, Where Art Thou? და სხვები.
ჰომეროსის ოდისეა (1911)
ფოტო: IMDB
Ulysses (1954)
ფოტო: IMDB
რაც შეეხება ფილმის ახალ ადაპტაციას, მას ოსკაროსანი რეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი, გადაიღებს. აღსანიშნავია, რომ ოდისეას ბიუჯეტი $250 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას ნოლანის კარიერაში ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად აქცევს.
როგორც ცნობილია, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობების გარდა — მეთ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ჯონ ბერნთალი, ზენდეია, რობერტ პატინსონი, ლუპიტა ნიონგო, მია გოთი — ელიოტ ფეიჯს, ჰიმეშ პატელსა და რეპერ ტრევის სკოტს, ვიხილავთ.
ფილმის ოფიციალური პოსტერი
ფოტო: IMDB
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ფილმის ოფიციალურ ტრეილერს ვიხილავდით, მისი თიზერი ზაფხულში დაუგეგმავად გავრცელდა. ოდისეას თიზერი პირველად კინოთეატრებში გარეთ ედვარდსის გახმაურებული ფილმის — იურული სამყარო: გამოღვიძება — შემდეგ აჩვენეს, რომლის პრემიერა 2025 წლის 2 ივლისს შედგა.
გარდა ამისა, დადასტურდა ინფორმაცია, რომ ოდისეა არის პირველი ფილმი, რომელიც სრულიად IMAX-ის კამერებით არის გადაღებული.
ჯერჯერობით უცნობია, ზედმიწევნით მიჰყვება თუ არა ფილმის ახალი ადაპტაცია ჰომეროსის პოემას, თუმცა Universal Pictures-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ "მითურ და მძაფრსიუჟეტიან ეპიკურ ფილმს მთელს მსოფლიოში გადაიღებენ".
ფოტო: Universal
Variety-ის ინფორმაციით, ოდისეას გადაღებები გასული წლის გაზაფხულს ფავინიანას კუნძულზე, სიცილიაში, დაიწყო. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც "თხების კუნძული" და ბევრი მიიჩნევს, რომ ფავინიანა სწორედ ის ადგილია, სადაც ჰომეროსმა ოდისევსისა და მისი ეკიპაჟის მიწაზე დაშვება წარმოიდგინა.
შეგახსენებთ, რომ ოდისეას კინოთეატრებში 2026 წლის 17 ივლისს ვიხილავთ. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ ფილმის ტრეილერი.
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
კომენტარები