ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლით პატიმრობით დაისჯება — "ოცნების" ახალი ინიციატივა
ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დღევანდელ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვისას თქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლები დაემატება.
კერძოდ, სსკ-ს ემატება 316-ე პრიმა მუხლი — "ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ", რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა.
"გთავაზობთ, რომ თვითონ კოდექსს დაემატოს 316-ე პრიმა მუხლი ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მოქალაქეების სტატუსის არ მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება — თუ ამ ნაწილით რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის დაზიანების რეალურ საფრთხეს — სასჯელის სახედ გთავაზობთ, რომ გამოყენებული იყოს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ისჯება ჯარიმით," — განაცხადა გორდულაძემ.
გარდა ამისა, გორდულაძემ განაცხადა, რომ სსკ-ის კოდექსში "დამამძიმებელ გარემოებად" ჩაითვლება ხელისუფლების არაღიარება და ჩადენილ დანაშაულზე მსჯავრდადებულს დამატებით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატება.
"გთავაზობთ, რომ 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი, სასამართლოში როდესაც დადასტურდება შესაბამისი მტკიცების სტანდარტით, რომ ჩადენილია ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახით," — თქვა გორდულაძემ.
შემდეგ გორდულაძემ დასძინა, რომ "მთავარია სისტემურობა და საჯაროობა", როდესაც პირი "სისტემატურად მოუწოდებს მოქალაქეებს ხელისუფლებისთვის მასობრივ დაუმორჩილებლობისკენ" და 4 ოქტომბრის საქმე მოიყვანა მაგალითად.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს ოცნების პარლამენტში გრანტების კანონპროექტის განხილვისას პირველად ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა დასვა საკითხი — შესაძლებელია თუ არა სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება. საკითხს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნდა იფიქრონ, რა გზით შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება და მაგალითად მოიყვანა გერმანია, სადაც მისი თქმით, "იდენტური ვითარებაა". პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "იქ ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე" და "უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტულ გამოვლინებების მოწესრიგება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ".
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები