სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) პარლამენტში ინიცირებულ "გრანტების შესახებ" და "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. მათი თქმით, ცვლილებები ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი როლის დაკნინების საფრთხეს ქმნის. მათი განმარტებით, დაუშვებელია, რომ ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარი უცხოურ დაფინანსებასთან გათანაბრდეს.
"წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს. ორივე კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში.
დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და შესაბამისად დასჯად ქმედებად განსაზღვრა", — წერს სიფა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წერს, რომ წარმოდგენილი პროექტი ღია ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ინტერესებს.
"რაც შეეხება "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტი ქმნის ღია ინტერესთა კონფლიქტს, ზღუდავს სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ თვითმმართველობას და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ინტერესებს. მათივე განმარტებით, "გენერალური პროკურორის საბჭოში შეყვანა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ "მხარეთა თანასწორობის" პრინციპს".
სიფა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის პროფესიული იურიდიული მომსახურების ფინანსური ხელშეუხებლობა.
"იურიდიული დახმარების სამსახური და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატი პროფესიულად ახორციელებს მოქალაქის დაცვის უფლებას და ამით ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს პროცესის უზრუნველყოფას. სამსახურის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარება წარმოადგენს გაეროს 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპების (UN Principles on Legal Aid) უგულებელყოფას, სადაც განსაზღვრულია, რომ იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახურის დირექტორის დაცულობის გარანტიები უქმდება. მისი გათავისუფლება შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ნების საფუძველზე, რაც სამსახურს აქცევს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად.
გენერალური პროკურორის საბჭოში შეყვანა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ "მხარეთა თანასწორობის" პრინციპს. დაუშვებელია, სახელმწიფო ბრალდება ფლობდეს მართვის ბერკეტს იმ ინსტიტუტზე, რომელიც მოქალაქეს სწორედ სახელმწიფოსგან იცავს. ამის საფუძველზე იქმნება სახიფათო ინსტიტუციური დისბალანსი. "უფასო დაცვის" სტრატეგიასა და ბიუჯეტს განსაზღვრავს საბჭო, სადაც დომინირებს ბრალდების მხარე (პროკურატურა) და აღმასრულებელი ხელისუფლება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კვოტის შემცირება — ნაცვლად 3 არჩეული წევრისა, მხოლოდ 1 წევრამდე (ასოციაციის თავმჯდომარე) — ართმევს ადვოკატთა ასოციაციას შესაძლებლობას, არჩევითობის პრინციპით, კონკურენტულ გარემოში წარადგინოს წევრები სამსახურის მართვის ორგანოში და მეტი თანამონაწილეობით დაიცვას ადვოკატის ინტერესები.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის პროფესიული იურიდიული მომსახურების ფინანსური ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა", — წერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
კომენტარები