გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოთქმულ იმედს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებით, საზღვართან ქართული საგუშაგო პოსტის გაუქმებას ცდილობენ, პარტია გახარია — საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჩორჩანას საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ქართულ მიწას უკანონო მითვისებისგან და იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ე.წ. "მცოცავი ოკუპაციისგან". მისივე განმარტებით, ე.წ ჩორჩანას საქმეზე მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები პოლიტიკურ დევნა და პირდაპირი თავდასხმაა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.
"დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა ოკუპაციის შემდგომი გაფართოების თავიდან ასაცილებლად.
ეს საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მითვისებისგან და იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას — ე.წ. "მცოცავი ოკუპაციისგან".
ჩორჩანას საქმეზე ჩემს წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან", — დაწერა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 130-ე IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) შეხვედრის შეჯამებისას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ უისტასთან ახლოს, მდებარე "არალეგალური ქართული პოლიციის პოსტი" გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"შარშან 22 დეკემბრიდან ვითარება სტაბილური, პროგნოზირებადი და მშვიდია, რაც გარკვეულ ოპტიმიზმს გვაძლევს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დავაყენეთ, არის ქართული პოლიციის პოსტის არალეგალური ყოფნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ უისტასთან ახლოს. ჯერჯერობით გარღვევა არ გვაქვს, თუმცა არის გარკვეული იმედი, რომ ქართულ მხარეს დავარწმუნებთ და ეს პოსტი მოიხსნება", — განაცხადა კოჩიევმა.
ტერიტორიული საკითხების გარდა, შეხვედრაზე განხილული იყო საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაც. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეგორ კოჩიევმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წელი მოლაპარაკებების პროცესისთვის გარდამტეხი იქნება.
"ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უფრო პოზიტიური და პროდუქტიული იქნება. იმედია, წარსულში მომხდარი მცირე ინციდენტები ჩაცხრება და მთელ საზღვრის ხაზზე მშვიდი ვითარება გვექნება", — აღნიშნა მან.
IPRM-ის ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაზაფხულზე გაიმართება — 131-ე შეხვედრა 31 მარტს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, 2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, როგროც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) შეიქმნა.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.
- იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
- ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები