ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
საირმეს რეკრეაციული ფერმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მოგზაურობისათვის შთამბეჭდავ გარემოს ქმნის და განსაკუთრებით ეფექტურია ფოტო თუ ვიდეოობიექტივში.
აღსანიშნავია, რომ საირმეში 2011 წელს, ინვესტორის, თემურ კოხოძის ინიციატივით, კურორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მოხდა ხე-ტყის ჭრის ლიცენზიის მონაცვლეობა, რის შედეგადაც უკვე 24 წელია ტერიტორიაზე ჭრა აღარ ხდება და ეს პროცესი რეინჯერების მიერ მუდმივ რეჟიმში კონტროლდება.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
ამჯერად საირმეს რეკრეაციულ ფერმას ფოტოგრაფი რეზი ყენია ესტუმრა. რეზი ბევრს მოგზაურობს, საქართველოს ლანდშაფტები ხშირად ექცევა მის ფოტოობიექტივში, თუმცა საირმეში გადაღების მიზნით პირველად მოხვდა. მისთვის აღმოჩენა იყო რეკრეაციული ფერმაც და ის ატმოსფეროც, რაც ამ ტერიტორიაზე დახვდა. ადრიანი შემოდგომის ლანდშაფტიც და აქაურობის ხასიათიც რეზიმ ფირზე აღბეჭდა.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
რეზი ყენია, ფოტოგრაფი: "საირმეში რომ ჩავედი, სექტემბრის დასაწყისი იყო - ის დრო, როცა ზაფხული ჯერ არ წასულა და შემოდგომის დადგომაც ჯერ მხოლოდ კალენდრითაა საგრძნობი. ისე მოხდა, რომ ფოტოაპარატით ხელში პირველად აღმოვჩნდი ამ ტერიტორიის გადასაღებად. ჩავედი, რომ გადამეღო საირმეს რეკრეაციული ფერმა, ტყე, მთლიანი ლანდშაფტი და რეინჯერების ყოველდღიური ცხოვრება.
ახლა პირველ შთაბეჭდილებას რომ ვიხსენებ, ეს იყო გაოცება. საოცრად საინტერესო ადგილია. გაოცება ვახსენე იმიტომ, რომ აქაური ბუნება არაფერს ჰგავს. ზემოთ, მთებში რომ ადიხარ, რაღაც მომენტში გავიწყდება, რომ საქართველოში ხარ — იმდენად განსხვავებული ელფერი აქვს გარემოს. იქვე გაშლილი სივრცეებია და ლანდშაფტის ხასიათი რადიკალურად იცვლება. წარმოუდგენლად საინტერესო სანახაობაა. სამი დღე გავატარე ამ ტერიტორიაზე. ერთხელ გამთენიისას გადავიღე და ისიც გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი ფერები და სივრცე სხვაგან არ შემხვედრია. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მისტიკურად საინტერესო იყო იქაურობა".
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად ფირზე მუშაობს, ამბობს, რომ მთაში გადაღება ყველაზე მეტად უყვარს, გამორჩეულად საინტერესო სანახაობას კი ფირი ზედმიწევნით ზუსტად აღბეჭდავს.
"ყოველთვის, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და სასურველ პროექტზე ვმუშაობ, ფირის ფოტოაპარატით ვიღებ. არც საირმე იყო გამონაკლისი. ფირის ფოტოებს სხვა ხასიათი აქვს, ბევრად უფრო ესთეტიკურია ჩემთვის, გამოსახულებაც, ფერიც უფრო რბილია, უფრო ნოსტალგიური ნოტები აქვს, რაც განსაკუთრებით მომწონს. შემოდგომის დასაწყისში საირმეში ხასხასა ფერები დამხვდა, თან კარგი ამინდები და მწველი მზე დამემთხვა. კაშკაშა მზეში ჩრდილებიც მკაფიოა. ამიტომ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, ფერად ფირზე გადამეღო რეკრეაციული ზონა. ფირი მზესა და ჩრდილს შორის კონტრასტს განსაკუთრებით კარგად აჩენს, თან თავისებურ ფერსა და სირბილესაც აძლევს კადრს. ფერადი ფირი იდეალურია, როცა გინდა აჩვენო ის ფერები და განწყობა, რაც მთაშია. კიდევ ერთი თავისებურება, რაც ფირზე გადაღებას ახლავს თან, არის ის, რომ სასურველი კადრისთვის მეტი მოთმინება, ლოდინი, სიზუსტე გჭირდება. ახვედი, უცებ გადაიღე და მერე ნახე — ფირით მუშაობისას არ გამოდის. 36 კადრი გაქვს და არცერთი არ გემეტება გასაფუჭებლად. ამიტომ ფირის ფოტოგრაფია ყოველთვის უფრო ნაფიქრია და ეს იგრძნობა. მოწიწებით ეპყრობი თითოეულ კადრს, მეტ დროს ხარჯავ ფოტოსთვის და, შესაბამისად, უფრო აკვირდები გარემოს, განათებას, ბევრად უფრო კარგად აღიქვამ იმას, რასაც ხედავ. ნაწილი ხდები იქაურობის".
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
რეზიმ საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ფირზე არაერთი შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდა. ამბობს, რომ საირმის ბუნების მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა:
"ნახევარი საათიც არ გინდა, რომ ლანდშაფტი კონტრასტულად გადასხვაფერდეს. წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების, გაშლილი ველებისა და მწვერვალების ერთობლიობა ძალიან ეფექტურ და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. სუბტროპიკული ბუნებიდან უღრან ტყეში და იქიდან ალპურ ზონაში აღმოვჩნდი. ერთ ტერიტორიაზე ბუნების ეს რადიკალური ცვლილება ძალიან საინტერესო და კომფორტულია ფოტოგრაფისთვის, რადგან შეგიძლია, უამრავი განსხვავებული სანახაობა გადაიღო ისე, რომ დიდი დრო არ დახარჯო".
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმაა
რეზი ყენია საირმეში გატარებული დღეების განმავლობაში რეინჯერებსაც შეხვდა. საირმეს რეკრეაციულ ფერმაში 12 რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში იცავს ბუნებას ბრაკონიერებისგან და ზრუნავს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მოვლაზე:
"ზოგადად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, რეინჯერებსაც ვიცნობ, მაგრამ საქმის ისეთი სიყვარული, რაც აქ თვალში საცემია, იშვიათად მინახავს სადმე. მომიყვნენ უამრავ საინტერესო ამბავს, რაც უკავშირდება მათ საქმესა და საირმეს რეკრეაციულ ფერმას. მათთან ერთად მოვიარე ტერიტორია, მიამბეს, რა ჩანაფიქრი და გეგმებია ფერმასთან დაკავშირებით. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ზრუნავენ ამ ტერიტორიაზე ცხოველების უსაფრთხო და კომფორტული არსებობისთვის; როგორ კვებავენ გარეულ ცხოველებს. რეინჯერები იქ არა მარტო მუშაობენ, არამედ მათ უყვართ იქაურობა! გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად უვლიან რეკრეაციულ ფერმას, თავიანთ ნაწილად აღიქვამენ ამ ყველაფერს და ამის ყურება წარმოუდგენლად სასიამოვნოა. სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ და ეს განწყობა ჩემზეც გადმოვიდა. ერთი ჩასვლით ეს განცდა არსად არ გამჩენია. მეც იქაურობის ნაწილად, შინაურად ვიგრძენი თავი, არადა სულ სამი დღე გავატარე საირმეში, თუმცა ეს სამი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად აღმექვა საირმეს რეკრეაციული ფერმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ფოტოგრაფიის თვალსაზრისით".
რეზი ყენია საირმეს რეკრეაციული ფერმის ზამთრის გარემოს ფირზე აღბეჭდვას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. ფიქრობს, რომ ზამთრის სეზონზე თოვლი იქაურობას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები