KPop Demon Hunters სათამაშოების ხაზი გამოსაშვებად მზადაა
ფოტო: Mattel/Netflix
Netflix-ის ჰიტმა ანიმაციურმა ფილმმა საბოლოოდ წარადგინა Mattel-ისა და Hasbro-ს სათამაშოების ხაზები, რომლებიც მოიცავს თოჯინებს, სამაგიდო თამაშებს და ბევრ სხვა რამეს.
სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქცია ნიურნბერგის სათამაშოების გამოფენაზე წარმოადგინეს. კოლექციაში შედის ახალი თოჯინები, ფიგურები, საკოლექციო ნივთები, სამაგიდო თამაშები და როლური თამაშის ელემენტები — ყველაფერი პოპულარული ანიმაციური ფილმის მიხედვით არის შექმნილი.
KPop Demon Hunters-ის American Girl-ის კოლექცია
ფოტო: Mattel/Netflix
როგორც მოსალოდნელი იყო, Mattel-ის ხაზში შედის თოჯინები, ექშენ-ფიგურები, თამაშები და საკოლექციო ნივთები. მათ შორისაა American Girl-ის სპეციალური კოლექცია, რომელიც ფილმის მთავარი ტრიოს, რუმის, ზოის და მირას, ინდივიდუალურ თოჯინებს აერთიანებს. თითოეული თოჯინა შთაგონებულია პერსონაჟების ეკრანული ვიზუალით და ხასიათით, დეტალური აქსესუარებით და სტილით, რომელიც ფილმის მოდას, მუსიკასა და განწყობას ასახავს.
Mattel-ის KPop Demon Hunters-ის ექშენ-ფიგურები (მარცხნივ) და ბრელოკები (მარჯვნივ).
Mattel-მა ასევე შექმნა თოჯინები ფილმში ნაჩვენები პირველი მოდური ლუქებით, მომღერალი თოჯინები ჯგუფის სასცენო კოსტიუმებით, ასევე ექშენ-ფიგურები, საკოლექციო თოჯინები და ბრელოკები Huntrix-ის, ბიჭების ჯგუფის — Saja Boys-ის და სხვა პერსონაჟების, მათ შორის ფანების ფავორიტის, დერპის, მიხედვით. დამატებით, კომპანია უშვებს UNO-ს სპეციალურ ვერსიას, Polly Pocket-ის საკოლექციო ნივთებს და Little People Collector-ის სეტებსაც, რომლებიც ფილმის სამყაროთია შთაგონებული.
KPop Demon Hunters-ის UNO-ს თამაში
ფოტო: Mattel/Netflix
Hasbro-მ წარმოადგინა NERF-ის სათამაშოები, რომლებიც Huntrix-ის დემონებთან ბრძოლის იარაღებზეა დაფუძნებული, ასევე ორი Furby Furblet. ერთ-ერთი Furblet შექმნილია Derpy Tiger-ის მიხედვით — პერსონაჟის, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ონლაინ, როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში. მეორე კი ფილმის რთული ხასიათის მთავარი გმირის, ჯინუს მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ბიჭების ჯგუფის Saja Boy-ის წევრია. თითოეულ Furby-ს აქვს 45-ზე მეტი ინტერაქტიული ხმა, თემატური აქსესუარები და საკიდი ბრელოკები.
Derpy Tiger-ის Furby
ფოტო: Hasbro/Netflix
კომპანიამ ასევე გამოუშვა ფილმში წარმოდგენილი ორი K-Pop ჯგუფით შთაგონებული მანათობელი ჯოხები, ისინი ანათებენ და სინქრონულად მუშაობენ "კონცერტის სტილში" გასართობად, რაც ფანებს საშუალებას აძლევს, ფილმის ყურებისას ერთად იმღერონ.
ჯინუს მიხედვით შექმნილი Furby-ის სათამაშო (მარცხნივ) და მირათი შთაგონებული NERF-ის ხმალი (მარჯვნივ)
ფოტო: Hasbro/Netflix
გზაშია ასევე KPop Demon Hunters-ის მონოპოლის ვერსია, რომელიც მოთამაშეებს მისცემს შანსს "ივარჯიშონ, ებრძოლონ დემონებს, მოიგონ ჯილდოები და კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს".
Hasbro-ს KPop Demon Hunters-ის მონოპოლი
ფოტო: Hasbro/Netflix
KPop Demon Hunters ნეტფლიქსის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა. სიუჟეტი მოგვითხრობს Huntrix-ის თავგადასავალს — სამი წევრისგან შემდგარი K-Pop ბენდის შესახებ, რომლებიც პარალელურად ქვესკნელიდან მოსულ მონსტრებს ებრძვის. Netflix-ის ჩარტების ლიდერობასთან ერთად, ფილმის საუნდტრეკი რამდენიმე კვირის განმავლობაში Billboard 200-ის ტოპ 10-ში იყო, ხოლო სიმღერა Golden Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა.
აგვისტოში The Hollywood Reporter-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Netflix-სა და Sony Animation-ს შორის, მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ რეჟისორებმა და სტუდიამ სტრიმინგ პლატფორმასთან მომდევნო ნაწილზე შეთანხმება გააფორმეს.
Mattel-ის KPop Demon Hunters-ის თოჯინები (მარცხნივ) და Hasbro-ს Huntrix-ის მანათობელი ჯოხი (მარჯვნივ)
ფოტო: Mattel/Hasbro/Netflix
ანიმაციურმა ფილმმა ამ თვეში ორი ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო გასულ კვირას ოსკარის ორი ნომინაციაც მიიღო — საუკეთესო ანიმაციური ფილმისა და ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში.
სათამაშოების ხაზის ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, გარდა American Girl-ის KPop Demon Hunters-ის კოლექციისა, რომელიც ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები