მიხეილ სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში
ფოტო: ირაკლი გედენიძე/AP
დღევანდელ სასამართლო პროცესს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა. აუდიოჩანაწერში, რომელიც ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა სააკაშვილი ამბობს, რომ "არ უნდა ძალაუფლება და გარეთ რომ იყოს და თავისუფლად გადაადგილება შეეძლოს, "ამათ ["ქართულ ოცნებას"] ერთ საათში დაასრულებდა".
"რეჟიმი იზოლირებულია, არათუ თავისუფალი სამყაროსგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც. ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, ეს არის შიში.
ერთ მხარეს არის ფული, მეორე მხრიდან უნდა დავუპირისპიროთ ამას გამბედაობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა.
მთელი ერი ტყვეობაში ჰყავს ერთ ფეოდალს. თავისი ერთგული რეზინი გამოამწყვდია ციხეში. ზებრა დასვა პრეზიდენტად.
ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს. თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით ჩვენს სიმაღლეზე. უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი მწარე სიმართლე სიმართლე იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს, ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. დავეტაკეთ ქართულ ჯიგრულ პონტს, სინამდვილეში კრიმინალის, ნეპოტიზმის ფსიქოლოგიას და სუბკულტურას. ამ დაჯახების დროს მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის. რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი.
სწორედ ამ მოუმზადებლობამ ჩემი რეფორმებისთვის, გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რაც გამოიხატება ლოზუნგებში, "არც ნაცი და არც ქოცი", რაც ნიშნავს ქოცობას.
ყველამ დავსვათ კითხვები, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, მოვატანინებდი თუ არა მოპარულ ყველა თეთრს უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, იქნებოდა თუ არა თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი. აქ არის კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემს ხელისუფლებაში ყოფნაზე.
მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე გეპატიჟებით მომავალში. მე არ მინდა ძალაუფლება.მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს კრიზისიდან ამოთრევაში.
ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რა პრინციპები და განსხვავება. რით განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველა მენიუში ვყავართ შესაჭმელად ფეოდალს?“, — განაცხადა სააკაშვილმა (ტექსტს "ნეტგაზეთი" ავრცელებს).
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის და "იმედის დარბევის" საქმეზე მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიების თანახმად, 2007 წლის ნოემბერში ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანიაში ძალადობრივად შეიჭრა და მაუწყებლობა გააჩერა. 2022 წლის შემდეგ, რაც ის სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ბრალი სსსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?
- მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდან” #12-ე დაწესებულებაში დააბრუნეს
- ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოსთვის 9 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ
- მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთაზე დამნაშავედ ცნეს — ჯამში მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები