ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხივე ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზნიაშვილმა მიიღო.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და მასში მონაწილეობისთვის დაკავებულ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მაღაროელებს 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო ედავებოდნენ, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
- 29 აპრილის ღამეს ჭიათურაში 4 მაღაროელი დააკავეს
- ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს
- შსს: ჭიათურის მაღაროებში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები
- ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ნეფარიძეს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 12 იანვრის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ნეფარიძეს გარდა ჯგუფური ძალადობისა, მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენებასაც ედავებიან.
ნეფარიძის ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა "პუბლიკას" განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება 12 სექტემბრის ინციდენტის გამო დაუმძიმდა. აღნიშნულ დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე იკითხებოდა, რა დროსაც ნეფარიძე მას მოუწოდებდა ცრუ ჩვენება არ მიეცა. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა აღნიშნული რეპლიკისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რის დროსაც მან მოსამართლეს მიმართა სიტყვებით "დაახვიე [განჩინება] და ერთ ადგილას გაიკეთე".
მოსამართლე თამარ მაზნიაშვილი აღნიშნულ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი — შესაბამისად, 12 იანვრის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მისი აცილება მოითხოვა, რადგან "არსებობდა ეჭვი იმისა, რომ ის იქნებოდა მიკერძოებული და ვერ წარმართავდა პროცესს ისე, როგორც საჭირო იყო". მაზნიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მისი განმარტებით ის იმ საქმეში არ არის დაზარალებულად ცნობილი, რომელსაც ის განიხილავს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები