ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?!
"ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?!", — ამის შესახებ "ოცნების" მხარდამჭერი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილში წერს, რომელსაც პროპაგანდისტული POSTV ავრცელებს. კვლავ იმეორებს იას, რომ ტრამპს "დიფ სთეითი" მართავს და რიტორიკულ კითხვას სვამს — "რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენ და საქართველოსთვის ამერიკული დემოკრატიის თავს მოხვევას ცდილობენ".
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროცესები ზუსტად იმ მიმართულებით ვითარდება, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი. ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესოა სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც "დიფ სთეითი" დონალდ ტრამპის ხელით მართავს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ელოდნენ ხსნას?! სად არის ის ხალხი, ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს "უკრაინა იმარჯვებს", "უკრაინის გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა", რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის "შესაძლებლობების ფანჯარაა", რომ დიახაც, "ომი გვინდა" და ა.შ.
სად არიან ეს ადამიანები? როგორ შეიძლება ამდენი შეცდომის და აბსურდული პროგნოზების შემდეგ ისინი ან ექსპერტებად იწოდებოდნენ, ან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ?! მით უფრო, როგორ შეიძლება მათ აზრს რაიმე გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე?! რა თქმა უნდა, ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ხალხი მათთვის სასურველ, აბსურდულ პროგნოზს ავრცელებდა ჭეშმარიტებად, მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვა იყო. სწორედ ამ რეალობის შესახებ ვწერდი მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც უკვე ფაქტებითაც არაერთხელ დადასტურდა.
...საინტერესოა რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენ და საქართველოსთვის ამერიკული დემოკრატიის თავს მოხვევას ცდილობენ. ესაა დემოკრატია, რომელიც მოგწონთ?! ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ნუთუ არც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების "მეგობრობა" და ამ "მეგობრობის" შედეგები გამოდგება თქვენთვის თვალის ასახელ მაგალითად?!
რეალობა ხომ უკვე ყველასთვის ცხადია, ხომ ყველა ხედავთ, რომ დონალდ ტრამპიც "დიფ სთეითის" მიერ იმართება და თავად "დიფ სთეითის" რებრენდინგის პროცესი, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი, უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და მას მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოჰყვება?!", — წერს ოცნების მხარდამჭერი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
კომენტარები