ვლადიმერ სოლოვიოვი აცხადებს, რომ რუსეთმა სომხეთში შესაძლოა, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყოს
ვლადიმირ სოლოვიოვმა, კრემლის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ რუსეთს შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (როგორც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დაწყების "საფუძველი" ჰქონდეს.
კვირას, საკუთარ სატელევიზიო გადაცემაში ემოციურ და შეურაცხმყოფელ მონოლოგში, სოლოვიოვმა გაიხსენა აშშ-ის ბოლოდროინდელი ჩარევა ვენესუელაში, რომელმაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რუსეთის ხანგრძლივი მოკავშირის, დაკავება გამოიწვია.
"ჩვენთვის სომხეთში განვითარებული მოვლენები გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ვენესუელაში. სომხეთის დაკარგვა უზარმაზარი პრობლემაა", — თქვა სოლოვიოვმა.
"უნდა დავალაგოთ ჩვენი მიზნები. თამაშების დრო დასრულდა. ჯანდაბას საერთაშორისო სამართალი და გლობალური წესრიგი [...] თუ ჩვენთვის აუცილებელი იყო უკრაინის ტერიტორიაზე [სპეციალური სამხედრო ოპერაციის] დაწყება ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, მაშინ, იმავე ლოგიკით, რატომ ვერ დავიწყებთ [სპეციალურ სამხედრო ოპერაციას] ჩვენი გავლენის ზონის სხვა წერტილებში?"
თავის განცხადებებში სოლოვიოვმა ცენტრალურ აზიას "ჩვენი აზია" უწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონის დასავლეთისკენ გადახრა "გიგანტური პრობლემა" იქნებოდა.
რამდენიმე სომხემა პოლიტიკოსმა, მათ შორის მმართველი პარტია "სამოქალაქო შეთანხმებიდან", დაგმო ეს განცხადებები და მოითხოვა, რომ გაუუქმდეს სოლოვიოვს სახელმწიფო ჯილდო, რომელიც მას 2013 წელს პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გადასცა.
"სოლოვიოვს ღირსების ორდენი იმის გამო გადაეცა, რომ მან ხელი შეუწყო "სომხურ-რუსული მეგობრობის განვითარებასა და გაძლიერებას", — ნათქვამია 2013 წლის ოფიციალურ განცხადებაში.
მმართველი პარტიის დეპუტატმა, არუსიაკ ჯულჰაკიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ სოლოვიოვის კომენტარები "სომხეთის მიმართ მტრული განწყობის გამოვლინებას" წარმოადგენს და აღნიშნა, რომ მას მინიმუმ ჯილდო უნდა ჩამოერთვას.
ორშაბათს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Factor TV-ს უთხრა, რომ სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სოლოვიოვის განცხადებების გამო უწყებაში დაიბარეს.
მტრობისა და პროვოკაციული განცხადებების ისტორია
სოლოვიოვი არაერთი სკანდალის მონაწილეა, განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინისა და დასავლეთის მიმართ მისი აგრესიული განცხადებების, მათ შორის, კიევის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მოწოდებები და ევროკავშირის დედაქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების მუქარები.
როგორც კი სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა, სოლოვიოვმა სომხეთის მთავრობისა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკა და შეურაცხყოფა დაიწყო, რის შედეგადაც მისი სატელევიზიო შოუ სომხეთში 2024 წელს დაბლოკეს.
2025 წელს სოლოვიოვმა სომხეთის მთავრობა "კორუმპირებულად, საზიზღრად და არაფრის მაქნისად" დაახასიათა და "სომხეთის ისტორიის ღალატში" დაადანაშაულა. მან ფაშინიანს "თურქოლი" — შეურაცხმყოფელი სიტყვაც უწოდა, რომელიც მისი სახელის — ნიკოლის, და სიტყვა "თურქის" შერწყმით შედგება.
მიუხედავად ამისა, როგორც სომხურმა მედიასაშუალება CivilNet-მა ორშაბათს დაწერა, მისი ბოლო კომენტარები "ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი საჯარო მოწოდებაა სომხეთის საქმეებში ჩარევისკენ, რომელიც ბოლო წლებში რუსულ სახელმწიფო მედიაში გაჟღერებულა".
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოლოვიოვი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ჩარევით იმუქრება.
2025 წლის აგვისტოში, აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, სოლოვიოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გახდეს საჭირო, რათა არ დაუშვან NATO-ს ბაზის შექმნა კასპიის ზღვის რეგიონში.
]სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები