ახალი ჯეიმს ბონდი თუ მორიგი ჭორი — რა ხდება კალუმ თერნერის გარშემო
ფოტო: Independent.co.uk
კალუმ თერნერის ჯეიმს ბონდად დანიშვნის შესახებ ჭორები ისევ აქტიურად განიხილება, თუმცა ფანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ნარატივს მედიას თავად მისი აგენტები აწვდიან.
კალუმ თერნერი და დუა ლიპა 2025 წლის ივნისში დაინიშნენ
ფოტო: Independent.co.uk
გავრცელებული ხმების მიხედვით, დუა ლიპას საქმრო, ინგლისელი მსახიობი კალუმ თერნერი, შესაძლოა დენიელ კრეიგის შემდეგ Amazon MGM Studios-ისთვის ახალი ჯეიმს ბონდი გახდეს. გასულ თვეს თერნერი მოულოდნელად იქცა ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად, მას შემდეგ რაც ბრიტანულ ბუკმეიკერულ საიტზე მის სასარგებლოდ შეიცვალა შანსები. ცოტა ხნის წინ ჭორებს აჰყვა The Times-იც და გამოაქვეყნა სტატია თერნერის შესაძლო ჯეიმს ბონდად დანიშვნის შესახებ.
თუმცა რედიტზე გამართულ განხილვებში ფანები საკმაოდ დარწმუნებულნი არიან, რომ თერნერის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი მიუთითებენ, რამდენად უცებ გახდა მსახიობი ფავორიტი, ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ სცენარი ჯერ კიდევ იწერება და დენის ვილნევი ჯერაც არ გათავისუფლებულა სხვა პროექტებისგან, რათა ბონდის ფილმზე მუშაობა დაიწყოს.
ფანების აზრით, ოფიციალური კასტინგი მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც ვილნევი თავის განრიგს გაათავისუფლებს და სცენარი დასრულდება. ამავე დროს, მიაჩნიათ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა მაინც სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგალითად, თერნერს შესაძლოა მეგობრებთან მართლაც უსაუბრია ამ როლისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ.
ასევე გაჟღერდა ვარაუდი, რომ თერნერის აგენტებმა შესაძლოა თავად წამოიწყეს ჭორები, რომ ის მუდმივად ჯეიმს ბონდის განხილვის ცენტრში დარჩენილიყო. საბოლოოდ კი ზოგიერთმა ფანმა ისიც ივარაუდა, რომ დუა ლიპა თავად "ხლართავს ძაფებს" თავისი საქმროს სასარგებლოდ. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ მომღერალი აქტიურად ცდილობს ბონდის ახალი ფილმის საუნდტრეკზე მუშაობის შესაძლებლობის მოპოვებას.
ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ თერნერი, დიდი ალბათობით, უბრალოდ შესარჩევ კასტინგში მოხვედრას ცდილობს, რადგან პროდიუსერებმა შესაძლოა ახალ სახეს მიანიჭოს უპირატესობა და იხსენებენ, როგორ იქცა დენიელ კრეიგი მასებისთვის ფართოდ ცნობილ მსახიობად "კაზინო როიალში" შესრულებული როლის შემდეგ.
კალუმ თერნერის პოტენციალი, როგორც მომავალი ჯეიმს ბონდი
კალუმ თერნერმა, რომელიც ამ ეტაპზე ბონდის როლისთვის ლიდერად მიიჩნევა, ჯეიმს ბონდის ფანებისგან არაერთგვაროვანი რეაქციები მიიღო. 35 წლის მსახიობი ბოლო წლებში კრიტიკოსების მიერ მოწონებულ არაერთ პროექტში გამოჩნდა, თუმცა ჯერ არ დაუმტკიცებია საკუთარი თავი მსხვილი ფრენჩაიზის მთავარი როლისთვის. მიუხედავად ამისა, ის იდეალურად ჯდება ბონდისთვის ტრადიციულ საკასტინგო პროფილში.
კალუმ თერნერი — ბრიტანელი მსახიობი 35 წლისაა
იმის გათვალისწინებით, რომ ბონდის პროდიუსერები ხშირად შედარებით ნაკლებად ცნობილი მსახიობის არჩევას ამჯობინებენ, რათა როლი მისთვის ყველაზე განმსაზღვრელი გახდეს, თერნერი მათთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება იყოს, ვიდრე გამოცდილი ვეტერანი მსახიობები. გარდა ამისა, პროდიუსერებს სურთ ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლება ამ როლის მორგება.
თერნერი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფილმებში Emma, Fantastic Beasts-ის სერიაში, Masters of the Air-სა და Green Room-ში. ეს ნამუშევრები აჩვენებს მის დიაპაზონსა და უნარს, მარტივად გადაერთოს სხვადასხვა ტიპის როლებს შორის. ინდუსტრიაში მზარდი ვარსკვლავის სტატუსი მას საშუალებას აძლევს საშუალო დონის ცნობადობიდან მსხვილ ვარსკვლავად გადაიქცეს.
სხვა ფავორიტები ჯეიმს ბონდის როლისთვის
მას შემდეგ, რაც Amazon MGM Studios-მა Eon Productions-ისგან ჯეიმს ბონდის შემოქმედებითი კონტროლი გადაიბარა, ჯეფ ბეზოსმა X-ზე ფანებს ჰკითხა, ვინ იქნებოდა მათი საყვარელი კანდიდატი. პასუხებში არაერთი სახელი გაჩნდა, ტომ ჰარდიდან აარონ ტეილორ-ჯონსონამდე, თუმცა ერთ-ერთი არჩევანი განსაკუთრებით გამოიკვეთა.
დენიელ კრეიგის შემდეგ, ბონდის როლისთვის, ჰენრი კავილი ყოველთვის ფანების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ, როცა კრეიგმა კავილს აჯობა როლის მოპოვებაში, კავილი ზედმეტად ახალგაზრდად მიიჩნეოდა. 2005 წლის შესარჩევი კასტინგის კადრებში წარმოთქვამს საკულტო ფრაზას: "Bond, James Bond".
მიუხედავად ამისა, კავილი ამ ეტაპზეც კვლავ უგულებელყოფილია, გავრცელებული ინფორმაციით, Amazon უფრო ახალგაზრდა მსახიობს ეძებს. ჩანს, რომ კავილი შესაძლოა საბოლოოდ ჩამოშორდეს კონკურენციას. ამას ემატება ისიც, რომ DCEU-ის შემდეგ მისი პროექტები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და რამდენიმე დაანონსებული ფილმი საერთოდ ვერ განხორციელდა, რაც, როგორც ჩანს, მის ვარსკვლავურ სტატუსზეც აისახა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სტუდია "ჩუმად უბიძგებს ჯეიკობ ელორდის, როგორც ერთ-ერთ კანდიდატს". არსებობს ინფორმაცია, რომ ელორდი მომავალ წელს ეკრანის ტესტს გაივლის, რომელიც სმოკინგის მორგებასა და რამდენიმე სცენას მოიცავს.
ჯეკობ ელორდი — 28 წლის ავსტრალიელი მსახიობი
2025 წლის ივნისში Variety-მ გამოაქვეყნა Amazon-ის სურვილების სია იმ მსახიობების შესახებ, რომლებიც სტუდიას ჯეიმს ბონდის მთავარ როლში სურს იხილოს. სიაში შედიოდნენ 30 წლამდე ასაკის სამი მსახიობი: ჯეიკობ ელორდი, Spider-Man-ის ვარსკვლავი ტომ ჰოლანდი და Babygirl-ის მსახიობი ჰარის დიკინსონი.
ჰარის დიკინსონი, 29 წლის ინგლისელი მსახიობი
დენის ვილნევის გარდა, Amazon-მა ჯეიმს ბონდის ახალი ვერსიისთვის უკვე იპოვა სცენარისტიც, რომლის გამოსვლაც 2028 წელს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, Peaky Blinders-ის ავტორი სტივენ ნაითი ამჟამად სცენარის პირველ ვერსიაზე მუშაობს.
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
კომენტარები