რამზან კადიროვის 20 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი გახდა
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა საკუთარი 20 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მოადგილედ დანიშნა, ამასთანავე მან შეინარჩუნა ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი.
ამის შესახებ კადიროვმა Telegram-არხზე დაწერა და მომხდარი "მცირე საკადრო ცვლილებებად" შეაფასა. მისი თქმით, დანიშვნები ჩეჩნეთის პრემიერმინისტრ მაგომედ დაუდოვის რეკომენდაციით მოხდა.
ამავე დროს, დაწინაურდა ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი, რომელიც ასევე დაინიშნა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მოადგილედ.
ახმატ კადიროვი სპორტის მინისტრის პოსტს 2024 წლიდან იკავებს. მანამდე, 2023 წელს, იგი ჩეჩნეთის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2022 წელს კი, 16 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ბავშვთა და ახალგაზრდობის რუსული მოძრაობის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელად დაინიშნა, რითაც რესპუბლიკაში მოქმედ ყველა ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. იმ პერიოდში რუსეთის განათლების სამინისტრომ ამ დანიშვნას, მიუხედავად მისი ასაკისა, მხარი საჯაროდ დაუჭირა.
სპორტის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ახმატ კადიროვმა საკუთარი მმართველი გუნდი ჩამოაყალიბა. მისი მოადგილეები გახდნენ უმარ დაუდოვი — ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის ვაჟი და ახმატ-ჰაჯი დელიმხანოვი — ამხად დელიმხანოვის უფროსი ვაჟი, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვის უმცროსი ძმაა. აღნიშნული ცვლილებები სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოცხადდა.
მინისტრის რანგში ახმატ კადიროვი სპორტის განვითარების და ახალგაზრდებისთვის პატრიოტული აღზრდის პროგრამებზე გახდა პასუხისმგებელი. იგი რეგულარულად მონაწილეობს საჯარო ღონისძიებებში, ხვდება ფედერალურ დელეგაციებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს და ზედამხედველობს ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პროექტებს, რომელიც მისი ბაბუის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის სახელს ატარებს. წლების განმავლობაში ახმატ კადიროვმა რესპუბლიკის წარმომადგენლის სტატუსით არაერთხელ იმყოფებოდა ვიზიტით უცხოეთში, მათ შორის აზერბაიჯანში, იორდანიაში და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაში.
2023 წელს ახმატ კადიროვი 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ჩეჩნეთში გაიმართა და სახელმწიფო და რეგიონული მედიის მიერ ფართოდ გაშუქდა. ზეიმამდე ცოტა ხნით ადრე მან პირადი კურთხევა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან. მისი მეუღლის ვინაობა ოფიციალურად არ გამჟღავნებულა.
ახმატ კადიროვი რამზან კადიროვის პირველი შვილი არ არის, რომელსაც ვიცეპრემიერის პოსტი ეკავა. მისი უფროსი ქალიშვილი აიშატ კადიროვა 2020 წელს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. იგი სოციალურ პოლიტიკას, მათ შორის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ პოლიტიკას კურირებდა. მანამდე კი რესპუბლიკის კულტურის მინისტრი იყო.
2025 წლის თებერვალში აიშატ კადიროვამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ყურადღება "ოჯახურ პასუხისმგებლობებზე", მოდის ინდუსტრიასა და საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობაზე გადაეტანა. მაშინ რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილის გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი და მასთან შეთანხმებული იყო. კადიროვამ საჯარო ფიგურის სტატუსი შეინარჩუნა და ჩეჩნეთში მიმდინარე საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას აგრძელებს.
ჟურნალისტური გამოძიებები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად მიუთითებდნენ, რომ რამზან კადიროვის ნათესავების მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალ თანამდებობებს იკავებს ჩეჩნეთის სამთავრობო სტრუქტურებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სახელმწიფო კომპანიებში.
ჟურნალისტების გამოთვლებით, კადიროვების ოჯახის დაახლოებით 100 წევრი რესპუბლიკის ძალაუფლების სტრუქტურებთანაა დაკავშირებული, რაც რუსეთის ყველა ოფიციალურ პირს შორის ნათესავების რაოდენობით ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ვლადიმირ პუტინია — ჟურნალისტებმა ძალაუფლების მქონე პოზიციებზე მისი 26 ნათესავი დაადგინეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები