Stranger Things-ის ფინალის პრემიერისას ნეტფლიქსი გაითიშა — მეორედ ამ სეზონში
ფოტო: Netflix
ოთხშაბათ საღამოს, იმ დროს, როცა სერიალის Stranger Things ფინალური ეპიზოდი გამოვიდა, ნეტფლიქსს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ეს უკვე მეორე ხარვეზი იყო მიმდინარე სეზონში — რამდენიმე კვირის წინ, 26 ნოემბერს, მეხუთე სეზონის პირველი ნაწილის პრემიერის დროს, პლატფორმამ ანალოგიური შეფერხება განიცადა.
პლატფორმა თბილისის დროით ზუსტად დილის 5 საათზე გაითიშა, როცა Stranger Things-ის ფინალური სერია გამოქვეყნდა. შეფერხება დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა და რამდენიმე განახლების შემდეგ პრობლემა მოგვარდა. როგორც წინა შემთხვევაშიც, შეცდომის დროს მომხმარებლებს ეკრანზე ხვდებოდათ წარწერა: "რაღაც შეცდომა მოხდა. ბოდიშს გიხდით, თქვენს მოთხოვნაზე პრობლემები გვაქვს. მთავარ გვერდზე ბევრ საინტერესო შინაარსს იპოვით".
ფოტო: Error Message / Netflix
26 ნოემბრის გათიშვისას ნეტფლიქსი დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში არ მუშაობდა — სწორედ მაშინ, როცა მეხუთე სეზონის პირველი ოთხი ეპიზოდი გამოვიდა. ტექნიკური პრობლემები ჰქონდა ასევე Stranger Things-ის მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდებს 2022 წლის ივლისში.
მეხუთე სეზონის მეორე ნაწილმა, რომელიც შობის დღეს გამოვიდა, ტექნიკური შეფერხებების გარეშე ჩაიარა. სწორედ ამ ეპიზოდებმა უზრუნველყვეს ნეტფლიქსისთვის შობის დღის ნახვების ყველაზე მაღალი რაოდენობა პლატფორმის ისტორიაში. სამი ახალი ეპიზოდის წყალობით, მეხუთე სეზონი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი კონტენტი გახდა. 22–28 დეკემბრის პერიოდში სეზონმა 34.5 მილიონი ნახვა დააგროვა — ეს მისი მეორე საუკეთესო კვირის შედეგი იყო დებიუტის შემდეგ, როდესაც ნოემბერში 59.6 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც ნეტფლიქსის ისტორიაში ინგლისურენოვანი პროექტის საუკეთესო საწყისი კვირა გახდა.
მაღალი მოლოდინის მქონე ფინალური ეპიზოდი შერჩეულ კინოთეატრებში ახალი წლის ღამესაც გამოვიდა. სერიალის თანაავტორის, როს დაფერის თქმით, კინოთეატრებში ჩვენებაზე დასასწრებად 1.1 მილიონმა ადამიანმა დაადასტურა მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, 620 კინოთეატრში დაგეგმილი 3 500 სეანსი სრულად შეივსო.
"ასე მთავრდება 10-წლიანი გზა — ერთად",— დაწერა როს დაფერმა ინსტაგრამზე თავის ძმასთან და თანაავტორ მეტ დაფერთან ერთად. "შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ლოს-ანჯელესშიც შევხვდეთ".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები