ეპსტეინის საქმის მასალებში ჩეჩენი ბიზნესმენი ფიგურირებს
ჩეჩენი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, უმარ ჯაბრაილოვის ფოტო იმ მასალებში აღმოაჩინეს, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, — ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხი BAZA იტყობინება.
ეპსტეინი აშშ-ში ფედერალური გამოძიების ობიექტი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულებისა და გოგონების ექსპლუატაციის ბრალდებების გამო გახდა. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის მთავრობამ ამ საქმის მასალების გამოქვეყნება კონგრესის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ეპსტეინის ფაილების გამჭვირვალობას ითვალისწინებს.
ჯაბრაილოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ეპსტეინს იცნობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან არც კომუნიკაცია ჰქონია და არც მეგობრული ურთიერთობა. მისი თქმით, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნაპოვნი ფოტო, რომელზეც ის ეპსტეინთან ერთად არის გამოსახული, სავარაუდოდ 1990 წელს კარატეს ვარჯიშების დროს იყო გადაღებული. ჯაბრაილოვის განცხადებით, მას არ ახსოვს არც ფოტოს ზუსტი წარმოშობა და არც ადგილი, სადაც ის იყო გადაღებული.
ჯაბრაილოვი 1958 წელს გროზნოში დაიბადა და რუსეთში ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და პოლიტიკური ფიგურა, ჩეჩნეთის ყოფილი წარმომადგენელი რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოში, ასევე ფილანთროპი და საზოგადო მოღვაწე. 2000 წელს ის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მაგრამ ხმების მხოლოდ 0,1% მიიღო.
2017 წელს ჯაბრაილოვი დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც მოსკოვის კრემლთან მდებარე Four Seasons-ის სასტუმროს ლუქს-ნომერში პისტოლეტით ცეცხლი უმისამართოდ გახსნა — კედლებსა და ჭერს ესროდა. სროლა, სავარაუდოდ, სასტუმროს მომსახურებით უკმაყოფილებამ გამოიწვია. ბიზნესმენმა ნომერში საკვები შეუკვეთა, თუმცა ის მიმტანის ნაცვლად დამლაგებელმა მოიტანა სპეციალური ეტლით, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონერი გააღიზიანა. ამის შემდეგ მან ჭერის მიმართულებით სროლა დაიწყო და ადმინისტრაციის გამოძახება მოითხოვა. ჯაბრაილოვს 500 000 რუბლის (დაახლოებით 6 300 დოლარის) ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ეპსტეინის საქმის მასალები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნაწილობრივ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა, იმ ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს. კანონი მთავრობას ავალდებულებს გაასაჯაროოს ეპსტაენისა და მისი ქსელის შესახებ გამოძიებებთან დაკავშირებული მანამდე გასაიდუმლოებული ან შეზღუდული წვდომის მქონე მასალები. გამოქვეყნებული მასალები ათიათასობით ფაილს მოიცავს, მათ შორის სასამართლო დოკუმენტებს, ფოტოებს, ფრენების შესახე ინფორმაციას და საკონტაქტო ჩანაწერებს, თუმცა მრავალი დოკუმენტი კვლავ არაა ხელმისაწვდომი ან მნიშვნელოვნადაა რედაქტირებული. ხელისუფლების განმარტებით, ეს დაზარალებულთა პერსონალური მონაცემების და სამართლებრივი პროცედურების დასაცავად აუცილებელია.
გამოქვეყნებულ მასალებში მოხვდა როგორც საარქივო ფოტოები, ისე ჩანაწერები, რომლებშიც ნახსენებია მაღალი პროფილის მქონე პირები და ცნობილი სახეები, მათ შორის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები — აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, მუსიკოსი მაიკლ ჯექსონი, ჯგუფ Rolling Stones-ის სოლისტი მიკ ჯაგერი და მომღერალი და მსახიობი დაიანა როსი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები