SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აღნიშნული საკითხები საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მედიაში გავრცელებული მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ათობით მსხვერპლი უშვილო წყვილებისთვის ბავშვის გაჩენის მიზნით, საქართველოში მოტყუებით ჩამოყვანაზე საუბრობს. SJC ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მსხვერპლი ეჭვობს — "რეგულარულ სამედიცინო შემოწმებაზე მისვლისას კვერცხუჯრედები მათი თანხმობის გარეშე ამოუღეს"
"მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, ათობით მსხვერპლი აცხადებს, რომ ისინი მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში უშვილო წყვილებისთვის ბავშვის გაჩენის მიზნით, თუმცა შემდგომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მეტიც, მსხვერპლები ეჭვობენ, რომ რეგულარულ სამედიცინო შემოწმებაზე მისვლისას კვერცხუჯრედები მათი თანხმობის გარეშე ამოუღეს. მედიაში ტაილანდიდან საქართველოში ჩამოსული ქალები შემზარავ ისტორიებს ჰყვებიან, მათ შორის ფიზიკური მუქარისა და ძალადობის შესახებ, და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას ადარებენ იმ გამოცდილებას, რაც მათ გადაიტანეს", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე წერს, რომ საქართველო იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, სადაც სუროგაცია, მათ შორის კომერციული, ნებადართულია. მათივე განმარტებით, "დაურეგულირებელი და იაფი გარემოს გამო საქართველო სუროგაციის ერთგვარ ჰაბად იქცა"
"საქართველო იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, სადაც სუროგაცია სრულად დაშვებულია, მათ შორის ნებადართულია კომერციული სუროგაცია და სუროგაცია უცხოელებისთვის. სწორედ დაურეგულირებელი და იაფი გარემოს გამო საქართველო სუროგაციის ერთგვარ ჰაბად იქცა. ამის შედეგად, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და აშშ-დან. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სუროგაციისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რომელსაც მანამდე ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
სუროგაციის გზით 2019 –2024 წლებში საქართველოში 4 674 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2019 წელი — 601 ბავშვი;
2020 წელი — 817 ბავშვი;
2021 წელი — 310 ბავშვი;
2022 წელი — 833 ბავშვი;
2023 წელი — 1172 ბავშვი;
2024 წელი — 941 ბავშვი", — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
წარმართონ სათანადო და დროული გამოძიება და გამოიყენონ სწორი კვალიფიკაცია, მათ შორის არასათანადო მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) უმძიმესი დანაშაულების კუთხით;
საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს
მოაწესრიგონ სუროგაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და უზრუნველყონ შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა, რაც აუცილებელია სუროგაციის პროცესში ტრეფიკინგის, სისტემური ძალადობის, აგრეთვე ქალების ჯანმრთელობის, შრომითი, ქონებრივი და პირადი უფლებების დარღვევის პრაქტიკის პრევენციისთვის.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები