სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

10 Dec. 2025, 17:38

"59 სინდისის პატიმარი, რომლებსაც დაეკისრათ არა მხოლოდ უსამართლო წინაპატიმრობის ცხრა თვე, არამედ პატიმრობის შემდეგ სასჯელი, რომელიც 2-6 წლამდე ითვლის.

გარდა სინდისის პატიმრებისა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, 80% პროევროპული პარტიების ლიდერები არიან დღეს ციხეში, რასაც დაემატა 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები.

1 200 საჯარო მოხელე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს, ან ფეისბუქ პოსტებით გამოთქვეს პროევროპული ევროინტეგრაციის გზის მხარდაჭერა.

400-მა ჟურნალისტზე იძალადეს ამ დემონსტრაციების დროს, სადაც თვითონ იყვნენ მისული იმიტომ, რომ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინათ.

20 რეგიონალური და ონლაინ მედია დაიხურა ამ 1 წლის პერიოდში. ჯარიმებით ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილი, ეს ჯარიმები ითვლება ათასობით და ასი ათასობით ლარით და სრულიად შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების აწევა.

ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შევიწროების, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს.

ეს იყო სამარცხვინო წელი იმათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპიურ რუსულ, ტოტალიტარულ რეჟიმს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე

11 ივნისს ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული…