საია: "შსს არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისის დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს"
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ უნაზღაურებს 2019 წლის აქციის (გავრილოვის ღამის) დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.
"სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, აღარ საჩივრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა, აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.
იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით, გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებიც, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს. საყურადღებოა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც — რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული, წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას," — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო.
"სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე გამოცხადებს," — ვკითხულობთ განცხადებაში.
საია მოუწოდებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს — გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მიზნით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს — შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები