გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი გახარია პროკურატურის ბრალის წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს ავრცელებს — გახარიამ განცხადება ინგლისურ ენაზე X-ზე გამოაქვეყნა. გახარიას შეფასებით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის შესრულებაა.
"გუშინ, "ქართული ოცნების" რეჟიმმა ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ოფიციალურად დააკანონა — გამომიგზავნეს შეთითხნილი ბრალდებები. უკვე დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შემიფარდა. ეს ნაბიჯი პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარას, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ "სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოების დონეზე უკვე მოაგვარა".
ბრალდებები ეხება ჩორჩანის საქმეს და 20 ივნისის მოვლენებს — აშკარა განზრახვით, შემდგომშიც შეთითხნიან დამატებითი ბრალდებებს.
ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის — და პირადად ჩემთვის, ემიგრაციიდან — ეს ახალი ეტაპია ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა ახლა უკვე მოითხოვს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებას. ხელისუფლების ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები — მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და შემოვიდეთ პარლამენტში — ერთადერთი სწორი სტრატეგიული ნაბიჯები იყო ამ მიზნის მისაღწევ გზაზე.
სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ისე დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, წავაგოთ გაცილებით მნიშვნელოვანი ბრძოლა — საქართველოს ევროპული იდეის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლის წაგება სერიოზულ და გრძელვადიან შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
მიუხედავად მზარდი რეპრესიული გარემოსა, თავისუფლება და დემოკრატია ღრმადაა ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში. ევროპის იდეა საქართველოში უნდა დავიცვათ, ხოლო საქართველო მტკიცედ უნდა დარჩეს დასავლური დღის წესრიგის ნაწილად. ურთიერთობების გაწყვეტა ან დისტანცირება მხოლოდ დააჩქარებს ქვეყნის ჩავარდნას რუსეთის გავლენის სფეროში," — წერს გახარია.
შეგახსენებთ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
პროკურატურის განმარტებით, საშიშროებაა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. გიორგი გახარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
გუშინ, 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები