"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, ჟურნალისტებს სასამართლოში მობილური ტელეფონების გამოყენება არ აუკრძალოს
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას.
ქარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, სასამართლოებში მობილური ტელეფონების აკრძალვით იქ ჟურნალისტთა სამუშაო პირობები არ დაამძიმოს.
"როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 19 სასამართლოსთვის, რომელთა შორის არის თბილისის საქალაქო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო, სხვადასხვა სახის ავეჯი შეისყიდა. ამ შესყიდვის ნაწილია კარადები მობილური ტელეფონების შესანახი ასობით დანომრილი და საკეტიანი სათავსოთი.
როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 19 სასამართლოსთვის, რომელთა შორის არის თბილისის საქალაქო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო, სხვადასხვა სახის ავეჯი შეისყიდა. ამ შესყიდვის ნაწილია კარადები მობილური ტელეფონების შესანახი ასობით დანომრილი და საკეტიანი სათავსოთი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, სასამართლოს მანდატურს აქვს უფლება, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩანაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა. დადგენილება აკონკრეტებს, რომ ამგვარ საშუალებებში მოიაზრება მობილური ტელეფონიც.
ინფორმაციამ მობილური ტელეფონების შესანახი კარადების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტურ თემში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია - გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კარადების დამონტაჟების შემდგომ ჟურნალისტებს სასამართლოში მუშაობა და პროცესების გაშუქება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 28 ივნისიდან სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო და ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტებს დღემდე აქვთ საშუალება, სასამართლოს შენობაში შეიტანონ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები და სასამართლო სხდომები ფოტო და ვიდეოგამოსახულების და ხმის გარეშე, ლაივ რეჟიმში, ტექსტური სახით გააშუქონ.
ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს იტოვებს, რომ ამგვარი ზომების მიღებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს შეიკავებს, ვინაიდან მსგავსი აკრძალვა არ შედის არც სასამართლოების და, რაც მთავარია, არც საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მართლმსაჯულების აღსრულების პროცესზე მისთვის სანდო მედიასაშუალების დახმარებით", — წერია ქარტიის განცხადებაში.
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
კომენტარები