შეყვარებულის ყოლა ტეხავს?
ფოტო: გუსტავ კლიმტის ნახატი "კოცნა"
თუ სოციალურ ქსელში ვინმე ამბობს "ჩემი შეყვ...", მაშინვე ვადუმებ. არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ვინმეს გასართობი კონტენტის გამო ადევნებდე თვალს, და უცებ ყველაფერი "ჩემი შეყვარებულის" ირგვლივ გადაკეთდეს. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ონლაინ არსებობდა ის, რასაც ჩემი ერთერთი საყვარელი ავტორი "შეყვარებულის ქვეყანას" უწოდებს: სივრცე, სადაც ქალების ონლაინ იდენტობა ძირითადად მათი პარტნიორის არსებობას და სტატუსს ეყრდნობოდა და ამავე დროს, საპირისპირო სიტუაცია თითქმის არასდროს ხდებოდა. კაცის პოვნისა და შენარჩუნებისთვის, ქალები ჯილდოვდებოდნენ სოციალური აღიარებითა და დაფასებით. და ყველაფერი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მაშინ, როცა სოციალური მედიის მეშვეობით ეს ჯილდო ჯერ ყურადღებად, ხოლო, თუ საკმარისად სერიოზული იყავი, ფინანსურ სარგებლადაც იქცა.
ახლახან კი ურთიერთობების აფიშირების სტილი მკვეთრად შეიცვალა: რომანტიკული პარტნიორების საჩვენებლად პირდაპირი "გამოცხადების" გზას აღარ ირჩევენ. ამის ნაცვლად, ჰეტერო ქალები უფრო არაპირდაპირ მინიშნებებს იყენებენ: საჭეზე დადებული ხელი, ღვინის ბოკალების მიჭახუნება ვახშამზე, ან ვიღაცის თავი უკნიდან. უფრო უცნაურ შემთხვევებშიც კი, ქორწილის ფოტოებში სახეების დაბლარვა, ან პროფესიონალურად დამონტაჟებული ვიდეოები, სადაც საქმრო ყველა კადრიდან "შემთხვევით" ამოჭრილია. ქალები პოსტვისას პარტნიორის სახეს ფარავენ, თითქოს სურთ მათი არსებობის ფაქტი წაშალონ, ოღონდ ისე, რომ თან მაინც გამოაქვეყნონ.
რატომ? შეგვრცხვა შეყვარებულების? თუ რამე უფრო რთული ხდება? ჩემი აზრით, ეს ორ სამყაროს შორის გაწელვის მცდელობაა: ერთი, სადაც პარტნიორობა ჯერ კიდევ იძლევა სოციალურ სარგებელს; და მეორე, სადაც "შეყვარებულის გარშემო ზედმეტად აგებული" ცხოვრება კულტურულად უკვე სრულიად შეუფერებლად და ცოტათი სამარცხვინოდ აღიქმება.
"ქალებს სურთ ის სოციალური სარგებელიც, რაც პარტნიორის ყოლას მოაქვს, მაგრამ თან აცნობიერებენ მის ჩვეულებრივ, თითქმის ბანალურ ბუნებასაც", — ამბობს ზოე სამუძი, მწერალი და აქტივისტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ჰეტეროფატალიზმის ეპოქაში, ქალებს არ სურთ ისე ჩანდნენ, თითქოს ყველაფერი კაცის გარშემო ტრიალებს, მაგრამ ასევე არ სურთ დაკარგონ ის სტატუსი, რაც "მე ადამიანი მყავს, რომელმაც ამირჩია" განაცხადს მოაქვს.
ამის გარდა, ბევრ ქალს უბრალოდ სჯერა "ბოროტი თვალის". როდესაც ინსტაგრამზე 65,000 გამომწერს დავუსვი კითხვა, ბევრმა ქალმა მიპასუხა, რომ "გათვალვის" ეშინია. სხვებს უბრალოდ დაშორების შიში აქვთ და იმის, რომ ურთიერთობის კვალი ძველ პოსტებში დარჩება.
"12 წელი ვიყავი ურთიერთობაში და ერთხელაც არ დამიპოსტავს არაფერი მასზე. ახლახან დავშორდით, და მგონია, რომ კაცს საერთოდ აღარ დავპოსტავ", — ამბობს ნიკი, 38 წლის — "მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რომანტიკული ვარ, მაინც მგონია, კაცს შეუძლია შეგარცხვინოს, თუნდაც 12 წლის შემდეგ. ამიტომ მის საჯაროდ გამოცხადებას რაღაც სახის სისულელედ ვხედავ".
თუმცა, როგორც მარტო, ასევე პარტნიორობაში მყოფ ქალებს შორის არსებობდა დომინანტური განცდა, რომ ურთიერთობის მიუხედავად, კაცთან ყოფნა თითქმის დანაშაულის გრძნობა იყო. ორი ნიუ-იორკელი ინფლუენსერი, ჰოლი და ჯაზი, დელუზიური დღიურების პოდკასტში განიხილავენ, არის თუ არა შეყვარებულის ყოლა ახლა "უაზრო". "რატომ გეჩვენება, რომ შეყვარებულის ყოლა რესპუბლიკელად გაქცევს?" — ვკითხულობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომენტარში, რომელსაც 12 000 მოწონება აქვს. "შეყვარებულები აღარ არიან მოდაში. ისინი არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ წესიერად არ მოიქცევიან", — ვკითხულობთ მეორეში, რომელსაც 10 000 მოწონება აქვს. არსებითად, "შეყვარებულის ყოლა, როგორც წესი, ქალის აურაზე უარყოფითად მოქმედებს", — როგორც ერთ-ერთი კომენტატორი ამტკიცებს. სასაცილოა, რომ ორივე წამყვანს ჰყავს პარტნიორი, რასაც ხშირად ვხედავ ინტერნეტში. პარტნიორობაში მყოფი ქალებიც კი წუხან მამაკაცებისა და ჰეტეროსექსუალობის გამო, ნაწილობრივ სხვა ქალებთან სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ახლა ფუნდამენტურად არამოდურია შეყვარებულიანი გოგო იყო.
და ეს მხოლოდ პირადი შთაბეჭდილება არაა — აუდიტორიაც აშკარად იზიზღებს ზედმეტად "ბოიფრენდულ" კონტენტს (და, როგორც ჩანს, მეც — ჩემი გაჩუმების ღილაკის (mute) ხშირი გამოყენებით). როდესაც ავტორმა და Vogue-ის კონტრიბუტორმა სტეფანი იებოამ პარტნიორი სრულად გამოაჩინა, ასობით გამომწერი დაკარგა. "ახლა ერთად რომც ვიყოთ, მაინც აღარ დავპოსტავდი", — ამბობს ის — "დღეს პარტნიორის მუდმივი გაზიარება რაღაც უხერხულ და ბავშვურ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამჟამად სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. არ მინდა ტრაბახი."
შეყვარებულის ყოლა, როგორც წესი, ქალის აურაზე უარყოფითად მოქმედებს
კონტენტ კრეატორი სოფი მილნერიც ყვება, რომ მასაც დააკლდა გამომწერები, როცა ურთიერთობაზე დაიწყო პოსტვა. "ერთმა ბიჭმა სიცილიაში წამიყვანა. ეს მხოლოდ ჩემს გამომწერებისთვის გამოვაქვენე და არა საჯაროდ. ხალხი მწერდა: 'გთხოვ, შეყვარებული ნუ გეყოლება!'"— ამბობს ის. თავადაც აღიარებს, რომ მისი კონტენტი ურთიერთობაში ყოფნისას "გაწონასწორებული" და უფრო სუფთა ხდება: "მარტო ყოფნა გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, თქვა და გააკეთო რაც გინდა. ყველა ქალს არ ეხება, მაგრამ აშკარად არის ტენდენცია, რომ ურთიერთობაში ყოფნისას ვხდებით უფრო დინჯები და შეუმჩნეველები — მეც მათ შორის".
ერთი რამ ცხადია: სცენარი იცვლება. პარტნიორის ყოლა აღარ არის ქალობის დამამტკიცებელი. აღარ არის "მიღწევა". პირიქით, დღეს უფრო მიმზიდველადაც კი აღიქმება, რომ ქალი მარტოა. როგორც ჰეტეროსექსუალი ქალები, ჩვენ ვაწყდებით ისეთ რამეს, რასაც ყველა სხვა სექსუალობა ებრძოდა: ჩვენი იდენტობის პოლიტიზაციას. ჰეტეროსექსუალობა დიდი ხანია განზრახ განუსაზღვრელია, ამიტომ მასში მყოფთათვის და მის გარეთ მყოფთათვის კრიტიკა უფრო რთულია. თუმცა, რადგან ჩვენი ტრადიციული როლები ნგრევას იწყებს, შესაძლოა, იძულებულნი ვართ, ხელახლა შევაფასოთ ჩვენი ბრმა ერთგულება ჰეტეროსექსუალობის მიმართ.
რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის სამარცხვინო. მაგრამ არც ისაა სირცხვილი, რომ ეცადო და ვერ იპოვო, ანაც საერთოდ არ ეცადო. და სანამ ღიად გადავხედავთ და გავაკრიტიკებთ ჰეტერონორმატიულობას, "შეყვარებულის ყოლა" საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეულწილად მყიფე ან თუნდაც საკამათო კონცეფციად დარჩება.
ეს ასევე ხდება იმ ქალების ტალღასთან ერთად, რომლებიც უბრუნდებიან და რომანტიზაციას უკეთებენ თავიანთ მარტო ცხოვრებას. თუ ოდესღაც ის გაფრთხილებად ჟღერდა ("დარჩები მარტო და მხოლოდ კატები გეყოლება"!), ახლა ის სასურველ და სასურველ სტატუსად იქცევა, კიდევ ერთი ლურსმანი მრავალსაუკუნოვანი ჰეტეროსექსუალური ზღაპრის კუბოში, რომელიც არც არასდროს ყოფილა სასარგებლო ქალებისთვის.
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
კომენტარები