შალვა პაპუაშვილი: "მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი"
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს". მისივე თქმით, ევროკავშირმა ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემით "დაგვანახა, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ".
"წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა.
უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე. [...]
ყველაფერთან ერთად, ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრიუსელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ "მცირე იმპერიას" გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას," — თქვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემა მისი "ქვეყნის მტრობაში მხილებაა".
"სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის, სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცემა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო — სახაროვის პრემია გადაეცა. ამაღლობელთან ერთად პრემია ბელარუსმა ჟურნალისტმა და პოლიტპატიმარმა, ანდჟეი პაჩობუტმა მიიღო.
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- მზია ამაღლობელი: "ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ამ პრიზს თავისად მიიჩნევს"
სახაროვის პრემია "აზრის თავისუფლებისთვის" 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ეს ჯილდო ენიჭებათ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
წარსულში ლაურეატებს შორის იყვნენ: ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი, ალექსეი ნავალნი, "უკრაინელი ხალხი" და ჯინა მაჰსა ამინი.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები