2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, პენსია 45 ლარამდე იზრდება, პრემიერის და მოსამართლეების ხელფასი 1 400 ლარამდე
ქართულმა ოცნების პარლამენტის ვებგვერდზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პენსიები და შშმ პირების სოციალური დახმარება იზრდება. მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო მოხელეებისა და მოსამართლეების ხელფასებიც.
"საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით.
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით.
- მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 444 ლარი იქნება.
- მაღალმთიან დასახლებებში 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 594 ლარს გაუტოლდება.
- 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარება 45 ლარით გაიზრდება.
- დანარჩენი კატეგორიის შშმ პირების სოციალური დახმარება 20 ლარით გაიზრდება.
- გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების
ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნება 2,1 მილიარდ ლარზე მეტი — მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%- იანი ზრდა. ხოლო დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
რამდენით გაიზარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსამართლეების ხელფასები?
საქართველოს კანონის მიხედვით "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების სისტემით გამოითვლება: თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი მრავლდება საბაზო თანამდებობრივ სარგოზე.
2025 წლის ბიუჯეტში საბაზისო ხელფასი 1 460 ლარი იყო, ხოლო 2026 წლის საბიუჯეტო გეგმით 1 600 ლარი ხდება.
მაგალითად პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს 2025 წელს 14 600 ლარი ჰქონდათ ხელფასი (საბაზისო ხელფასი გამრავლებული კოეფიციენტზე (10). 2026-ში მათ ხელფასი 1400 ლარით ეზრდებათ და 16 000 ლარი ხდება.
ამ პრინციპით ხელფასების ზრდა ასე მოხდება:
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1 260 ლარით იზრდება და 14 400 ლარი ხდება.
- მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1190 ლარით იზრდება და 13 600 ლარი ხდება.
- პარლამენტის დეპუტატების ხელფასი 1120 ლარით იზრდება და 12 800 ლარი ხდება.
ამავე პრინციპით იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასიც პრეზიდენტის და პრემიერმინისტრს მსგავსად 1400 ლარით იზრდება და 16 000 ლარი გახდება.
- უზენაესის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 1288 ლარით გაიზრდება და 14 720 ლარი გახდება;
- უზენაესის მოსამართლეების ხელფასი 1190 ლარით იზრდება და 13 600 ლარი ხდება.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 1 176 ლარით იზრდება და 13 440 ლარი ხდება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები