ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

30 Sep. 2025, 16:42

ნიკა გვარამია: "გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. თინეიჯერი იყო აქ რომ დაიწყო დამკვიდრება. არავინ იცოდა, თვითონაც არავის იცნობდა, ძალიან უჭირდა. დამკვიდრდა. ძალიან გაიზარდა ცოდნითაც და პიროვნულადაც. მე რომ მკითხო ერთ ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში და მარტო ზურა და გირჩი კი არა, მთელი კოალიცია ვამაყობთ რომ გელა გვყავს — გულანთებული ქართველი პატრიოტი, ერთადერთი ეთნიკური აფხაზი ქართულ პოლიტიკაში (ბოდიში თუ გამომრჩა ვინმე, უბრალოდ არ მახსენდება) და უშიშარი და დაუღალავი აქტივისტი.

აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა და ზუსტად ყველაფერი იმისთვის რაც ზემოთ დავწერე.
თავისუფლება გელას!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

P.S კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. აგერ ახლა გელაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მარა ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, ქოცებო, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც)"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება

რომის პაპი ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის (AI)…