გვიან ღამით "გირჩი — მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია დააკავეს
გვიან ღამით "გირჩი — მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია დააკავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა თანაპარტიელმა ანა ყურაშვილმა გაავრცელა.
"გელა ხასაია დააკავეს 2-3 საათის წინ, ამ დროისთვის მეტი არაფერი ვიცით. დიღმის მესამე სამმართველოში გადმოიყვანეს რამდენიმე წუთის წინ. როგორც კი ადვოკატი შევა, დავწერ დამატებით ინფორმაციას", — დაწერა ყურაშვილმა.
მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელა ხასაიას ადვოკატმა მოინახულა და საქმე ეხება "ერთი თვის წინ მის სახლთან ახლოს მომხდარ შელაპარაკებას, რომლის თანამონაწილეც გელა არ ყოფილა".
"გელა ნახა ადვოკატმა, კარგად არის, ბრალი არ აქვს წარდგენილი, ვითარება ეხება ერთი თვის წინ მის სახლთან ახლოს მომხდარ შელაპარაკებას, რომლის თანამონაწილეც გელა არ ყოფილა, მეტი დეტალი გვეცოდინება ხვალ დილით", — წერს ანა ყურაშვილი.
გელა ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელიძე აცხადებს, რომ ბრალის დადგენილება ჯერ არ მიუღიათ და რა მუხლს ედავებიან გელა ხასაიას მას შემდეგ გაიგებენ, რაც გამოძიება დაცვის მხარეს საქმის მასალებს გადასცემს.
ომარ ფურცელაძის თქმით, რომლის კომენტარსაც "ტაბულა" ავრცელებს, "შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობის, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომლის მონაწილეც გელა ხასაია არ ყოფილა არავითარ შემთხვევაში, თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით".
"ამ ეტაპზე გამომძიებლის ზეპირსიტყვიერი შეტყობინებით და იმით, თუ რა უთხრეს გელას უშუალოდ საგამოძიებო უწყებაში, ვიცით, რომ სავარაუდოდ, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს 120-ე მუხლის მეორე ნაწილით. თუმცა, მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევია ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ან და სხვა მძიმე დანაშაულისთვის, ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ გელა ხასაიასთან ეს მუხლი რელევანტური არ არის.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, ზეპირად გაჟღერებული მონაცემები და ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივად ასახული ბრალდება ვერ დაემთხვევა, თუმცა, იქამდე, სანამ გადმოგვეცემა, ბუნებრივია, დაზუსტებით ვერ ვიძახით.
შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობის, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომლის მონაწილეც გელა ხასაია არ ყოფილა არავითარ შემთხვევაში, თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გელასთან კომუნიკაციით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გელამ მოისმინა პოლიციაში თანამშრომლებისგან, ვვარაუდობთ, რომ მოსალოდნელი ბრალი შეიძლება იყოს მათ შორის გარკვეული ტიპის დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი.
სავარაუდოდ, საუბარი უნდა იყოს, ზეპირსიტყვიერი განმარტებიდან გამოვდივართ ისევ, პირველ სექტემბერს სადგურის მოედნის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის მონაწილე, ერთ-ერთი შემსწრე იყო გელა ხასაია," — ამბობს ფურცელაძე.
-
მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე დაამტკიცა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე დაამტკიცა
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
კომენტარები