სტუმარმასპინძლობის ჟინი — საქართველოს ბანკი ნეკრესის მამულის პარტნიორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
კახეთი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე, ღვინო და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა ერთად იყრიდა თავს. დღეს კი "ნეკრესის მამულს" ეს გამოცდილება ახალ მწვერვალზე აჰყავს — სასტუმრო, მარანი, ტრადიციული რესტორანი და აუზის გარშემო არსებული სივრცე ბუნებასთან შერწყმის და დასვენების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
"ნეკრესის მამულის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ოთარ ტაბატაძე ამბობს, რომ ამ გზის გავლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჟინმა და შეუპოვრობამ ეს ამბიციური იდეა წარმატებამდე მიიყვანა.
პროექტის ისტორია ჯერ კიდევ 2019 წელს იწყება, როცა მშენებლობა დასრულდა, თუმცა მალევე პანდემიის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა. ორი წლის შემდეგ კი, როცა სასტუმრო საბოლოოდ გაიხსნა, უკრაინაში ომის დაწყების გამო, ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: ტურისტული აქტივობა, ფაქტობრივად, შეჩერდა.
მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ყველა სირთულე გადაილახა და დღეს "ნეკრესის მამული" შეუჩერებლად ვითარდება.
"ცოტა ხნის წინ ავაშენეთ ახალი ბლოკი, გავაფართოვეთ ტერიტორია, დავამატეთ აუზი, ახლა ვაკეთებთ სპას და საუნას. გვინდა, რომ სტუმარს ყველაფერი ჰქონდეს: დასვენება, ღვინო, კერძები და ბუნება” — ამბობს ოთარ ტაბატაძე.
მისი თქმით, საქართველოს ბანკმა ყველაზე რთულ დროს განსაკუთრებული მოქნილობა გამოიჩინა და ბიზნესს მასზე მორგებული პირობები შესთავაზა:
"გვქონდა შეღავათიანი გრაფიკი, ვადაგადაცილებული სესხების რეფინანსირების შემთხვევა, საბრუნავი კაპიტალის მიწოდება და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საინვესტიციო სესხები, რომლითაც ახალი ბლოკი და ინფრასტრუქტურა ავაშენეთ. საქართველოს ბანკმა დაგვაჯერა, რომ ჩვენი ჟინი მხარდაჭერად ღირდა“.
"რაც უნდა ამბიციური გეგმა გქონდეს, თუ ჟინი არ გაქვს, გზაზე აუცილებლად გაჩერდები“, — ამბობს ნეკრესის მამულის თანადამფუძნებელი. "ეს საქმე განსაკუთრებით დიდ ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს. სასტუმროს, მარნისა და რესტორნის განვითარება თავიდანვე გამოწვევად მიგვაჩნდა, მაგრამ ჟინმა არ მოგვცა დანებების უფლება“.
თავდაუზოგავი შრომისა და მუდმივი განვითარების ფონზე, ოთარი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქმის კეთების ჟინს მხარდამჭერიც გამოუჩნდეს.
"საქართველოს ბანკის ჩართულობისა და დახმარების გარეშე, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. რესტორანი, რომელიც დღეში 300-დან 500-მდე სტუმარს ემსახურება, სრულად არის აღჭურვილი ბანკის ლიზინგით შეძენილი ტექნიკით. აღჭურვილობა, ღუმელები, დანადგარები — ეს ყველაფერიც ბანკის დახმარებით შევიძინეთ”.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
კომენტარები