გრეტა თუნბერგი

5 Sep. 2025, 14:30

ხალხი გამუდმებით მეკითხება, რა კავშირია კლიმატის პოლიტიკასა და პალესტინას შორის და რატომ მადარდებს ასე პალესტინა. მე კი არ მესმის, როგორ ვერ ხედავენ ამ კავშირს. რა მხრივ არაა პალესტინა და კლიმატის პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებული? რატომ არ უნდა მადარდებდეს პალესტინა? მე ხომ ადამიანი ვარ და გამაჩნია ფუნდამენტური ღირებულებები, საღი აზრი.

რასაკვირველია, კლიმატის პოლიტიკას, გარემოს განადგურებასა და პალესტინას შორის ცხადზე ცხადი კავშირი არსებობს: ომები, ოკუპაცია, გარემოს გაჩანაგება, ეკოციდი, კოლოსალური ემისიები — ყველაფერი ეს ერთიმეორესთანაა გადაჯაჭვული და პალესტინელებს ამაზე კარგად მოეხსენებათ. სიცოცხლის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად საჭირო ყველა პირობის მოსპობა, მაგალითად, ყანების განადგურება და, უბრალოდ, ეკოციდი, როცა პალესტინელებს სასიცოცხლო საშუალებას ართმევ, ეს ეკოლოგიური ომის ერთ-ერთი სახეა. თუმცა, უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას: თუკი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა გადარდებს, მასზე მოსახლე ადამიანების კეთილდღეობაზეც უნდა ფიქრობდე.

მე კლიმატის აქტივისტი იმიტომ კი არ ვარ, რომ ხეების ან ბაყაყების გადარჩენა მინდა — რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის მოშლა თავიდან ავიცილოთ — იმიტომ ვარ კლიმატის აქტივისტი, რომ ადამიანების კეთილდღეობაც ისევე მანაღვლებს, როგორც პლანეტისა.

და თუკი იმდენად ეგოისტები ვართ, რომ ღაზის კადრები, როგორ ეძებენ ადამიანები ოჯახის წევრების ცხედრებს ნანგრევებში, გულს არ გვიკლავს და მოქმედებისკენ არ გვიბიძგებს, რის მოლოდინიღა უნდა გვქონდეს იმ მსოფლიოსგან, რომელიც ამ ყველაფერს უშვებს?! რომ დაფიქრდება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იმოქმედებს?! ან ჩვენ დაგვიდგება მხარში, თუკი ეს დაგვჭირდა?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
  2. ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი
  3. რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
  4. შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
  5. მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება.…