"ავტოსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს გავლით რუსეთში 17 800-მდე მეორადი ავტომობილი შევიდა, რაც კანონით აკრძალულია
სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებში, კერძოდ რუსეთში მეორადი მანქანები ხვდება. ანალიტიკური სააგენტო "ავტოსტატის" ცნობით, 2025 წლის 7 თვეში საქართველოს გავლით რუსეთში 17 800-მდე მეორადი ავტომობილი შევიდა.
"რუსეთის საზღვარზე, საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე ასობით ავტოტრანსპორტიორი დგას. წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში თითქმის 18 ათასი მეორადი ავტომობილი შემოვიდა. ეს არც იმ ფაქტმა შეაჩერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების მოტივით ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი შეზღუდა", — წერს რუსული მედია.
"ავტოსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი ცელიკოვის ინფორმაციით, მეორად ავტომობილებს შორის, კავკასიის ქვეყნის გავლით იმპორტისთვის ყველაზე პოპულარული იყო Volkswagen (2,3 ათასი ერთეული), BMW (2,3 ათასი), Chevrolet (1,5 ათასი), Kia (1,4 ათასი) და Hyundai (1,3 ათასი). ახალი ავტომობილების ხუთეულში შედის Toyota, BMW, Lexus, Mercedes-Benz და Porsche. "ავტოსტატის" ხელმძღვანელის თქმით, ამ გზით იმპორტირებული ავტომობილების 95%-ზე მეტი 2020 წლის მერეა წარმოებული.
"აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან ავტომობილები ძირითადად საქართველოს გავლით შემოდის რუსეთში. ისინი ჩინეთის აწყობილი არ არის. ისინი ზღვით ჩადიან პორტებში (ბათუმი, ფოთი), შემდეგ კი სხვა ქვეყნებში ხვდებიან. საბოლოოდ, რუსეთი ამ ავტომობილების უდიდესი მომხმარებელი ხდება", — ხაზგასმით აღნიშნა ცელიკოვმა.
ამის პარალელურად, საქართველომ 2023 წლის 26 სექტემბრიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი აკრძალა. მაშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შეზღუდვები ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ჰიბრიდულ ავტომობილებსა და ელექტრომობილებზე. დეპარტამენტმა თავისი ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით დაწესებული შეზღუდვებით ახსნა. იმავე წლის 1 აგვისტოდან რუსეთში ავტომობილების შემოშვება უნდა შეწყვეტილიყო.
გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სტატია განახლდება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები