ლაურა კუპერი: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქართველ ხალხს არ ვაგრძნობინოთ, თითქოს ზურგი ვაქციეთ
ფოტო: Julio Cortez/AP Photo
Independance Avenue Media ყოფილი პენტაგონის მაღალჩინოსნის, ლაურა კუპერის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მხარდაჭერასა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს.
კუპერს Independence Avenue Media–ს მთავარმა რედაქტორმა, ია მეურმიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა:
მეურმიშვილი: ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას აქვს სამხედრო პარტნიორობა საქართველოსთან. მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ საქართველოს შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ადმინისტრაციამ საქართველოსთან სამხედრო წვრთნები შეაჩერა. წელს ვნახეთ, რომ წვრთნები განახლდა. როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება იყო მათი შეჩერება და ახლა მათი აღდგენა? როგორ ხედავთ აშშ-სა და საქართველოს სამხედრო პარტნიორობას?
კუპერი: ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო სამხედრო წვრთნების ჩატარება. დღეს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ საქართველოსთან — იმ რეფორმების უკუსვლის გამო, რომლებიც განკუთვნილი იყო საქართველოს გასაძლიერებლად და დასავლეთთან დასაკავშირებლად, მისი ევროკავშირის გზის გასამყარებლად. მოქმედმა მთავრობამ ამას ზურგი აქცია და ბევრ შემთხვევაში მხარი დაუჭირა რუსეთს. ჩემთვის, იმ ადრეული დღეებიდან გამომდინარე, როცა საქართველოში ვმუშაობდი, წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოს დღეს ასეთი ძლიერი თანამშრომლობა ექნებოდა რუსეთთან.
ამიტომ ვფიქრობ, ასეთ ბნელ ვითარებაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქართველ ხალხს არ ვაგრძნობინოთ, თითქოს ზურგი ვაქციეთ. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალები ქართველებისთვის. ისინი არიან ქართველი ერის გული და სული. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება და ისეთი წვრთნის მიწოდება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ლეგიტიმურად დაიცვან საქართველოს ინტერესები — არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, პარალელურად ზეწოლასთან ერთად, რომ მთავრობამ ისევ დასავლეთისკენ აიღოს გეზი და რეფორმები გაატაროს.
მეურმიშვილი: აშშ მხარს უჭერდა და კვლავაც უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია? რატომ აკეთებს ამას აშშ და საჭიროა თუ არა ქართველებისთვის ამ მხარდაჭერის გაგრძელება?
კუპერი: ვფიქრობ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტს დავუდგეთ მხარში. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ კვლავაც იცავს მათ სუვერენიტეტს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის — რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ შეუძლია სხვას ტერიტორია წაართვას და შემდეგ მას დამოუკიდებელი ან რუსეთის ნაწილი უწოდოს. თუ საქართველოს სუვერენიტეტზე დავიხევთ უკან, ეს აუცილებლად იმოქმედებს იმაზეც, როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნების მიმართ — მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე არსებობს მოლდოვაც. ეს მხოლოდ ერთ ცალკეულ შემთხვევას არ ეხება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავაც დავიცვათ სუვერენიტეტი.
ასევე, ლაურა კუპერი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიები უნდა გასცდეს ბუნდოვან დაპირებებს და მოიცვას სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომებს. პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა, რადგან პუტინი არ იჩენს ნამდვილ ინტერესს მშვიდობის მიმართ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს სანდო მოლაპარაკებები.
მისი თქმით, ეფექტიანი გარანტიები შეიძლება ჰგავდეს NATO-ს მეხუთე მუხლს, თუმცა ფორმალური წევრობის გარეშე: მოკავშირე ჯარები ადგილზე, აშკარა შემაკავებელი მისიით, საჰაერო პატრულირებითა და მონიტორინგით უკრაინის ცაში, ასევე საზღვაო ჩართულობით შავი ზღვის აუზში, რათა დაცული იყოს გადაზიდვები.
ამას უნდა ამაგრებდეს აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გრძელვადიანი სამხედრო დახმარება, რომლის დაფინანსებაც შეიძლება მოხდეს რუსეთის სუვერენული აქტივებით ან რესურსებზე დადებული შეთანხმებებით და უნდა განმტკიცდეს სავალდებულო ეკონომიკური ვალდებულებებით, მაგალითად, ავტომატური სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებებს. კუპერის თქმით, ეს არის მრავალფენოვანი გარანტიები, რომლებიც შეაკავებს აგრესიას, უზრუნველყოფს უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს და შექმნის გრძელვადიან სტაბილურობას, — თქვა ინტერვიუში ლაურა კუპერმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები