ტარიელ კაკაბაძის თქმით, ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს
"კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. უცნობია დაარღვევს თუ არა დუმილს ბრალდებული — ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა.
ჯანგველაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ბოლო პერიოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან და ამ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
"გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ბოლო პერიოდში ოთარ ფარცხალაძესთან და ჩემი, როგორც დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნა არის, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმდეს, გამყარდეს სხვადასხვა მტკიცებულებებით და ის შეკითხვა, რომელიც არსებობს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
ფაქტია, რომ შსს-ს და სუს-ის უმოქმედობა რომ არა, გელა უძილაური ვერ მოკლავდა ლევან ჯანგველაძეს. მათ თვალი დახუჭეს და გელა უძილაურიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას არ დააკავებდნენ.
დღევანდელ პროცესზე განიხილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯება და მოსამართლე გადაწყვეტს საქმის არსებითად გადაცემის საკითხს.
რაც შეეხება იმას, ბრალდებული გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის აპირებს, გამოიყენოს დუმილის უფლება.მან აქამდე გამოიყენა დუმილის უფლება, მან აქამდე არ უპასუხა მნიშვნელოვან შეკითხვებს და ჯერჯერობით, როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მომავალში რას გააკეთებს, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია," — თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
ცნობისთვის, მკვლელობა 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა ]ტყვიისგან გამვლელი ფეხში დაიჭრა. ამავე საქმეზე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძეა დაკავებულია.
მას ბრალად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობიდან შეკვეთით მკვლელობაზე გადააკვალიფიცირა.
2 ივნისს "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანონიმური წყარო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთახ ფარცხალაძეს სდებს ბრალს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები