"თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსები არ აქვს.

"თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.