სინდისის პატიმარმა, ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო
სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო, ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სალამის" თავმჯდომარე, აიჰან ჰასანლი წერს. მისი თქმით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოხატვის მიზეზი ინსაფ ალიევის საკანში არსებული "არაადამიანური და არაჰუმანური პირობები" გახდა. ჰასანლის თქმით, ალიევმა დახმარება ითხოვა, რაზეც 5 საათის განმავლობაში არავის რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც მან "ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ" და ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
"ცოტა ხნის წინ ვიყავი მასთან. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით: გუშინ, ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ მათ საკანში არსებობდა არაადამიანური და არაჰუმანური პირობები კერძოდ, დიდი რაოდენობით ტარაკნები. ამის შემდეგ, ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად შეეზღუდათ წვდომა კვებაზე.
ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში-სამარტოო საკანში.
აღსანიშნავია, რომ ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე.
სანამ მას სამარტოო საკანში გადაიყვანდნენ, ალიევმა სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლების და პირადი ნივთების აღება საკნიდან. ამის ნაცვლად, მას დაადეს ხელბორკილები და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს (ფაქტობრივად ათრიეს) იზოლაციაში.
მანამდე კი, როდესაც აღნიშნა, რომ ახალ საკანში შეზღუდული ჰქონდა წვდომა წყალზე და კანალიზაცია იყო გაუმართავი, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა.
ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა.
საჯარო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია", — წერს აიჰან ჰასანლი.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები