უკრაინის შეიარაღება - მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეები
ფოტო: Reuters
ამერიკამ შესაძლოა უკრაინა ლეთალური იარაღით მოამარაგოს. აქამდე ვაშინგტონი კიევს მხოლოდ არალეთალურ შეიარაღებას აწვდიდა. თუმცა ექსპერტებსა და მიმომხილველებს ვაშინგტონში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი მხარე თვლის, რომ უკრაინის შეიარაღება რუსეთს შეაკავებს, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვის პროვოცირებას გამოიწვევს.
უკრაინისთვის ლეთალური იარაღის მიწოდება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც რეგიონისა და რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილებას მიანიშნებს. კრიზისის დაწყებიდან დღემდე ამერიკა უკრაინას მხოლოდ არალეთალურ შეიარაღებას აწვდიდა. თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა დაგვიანებულია და ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის.
უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხოლო 1,5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია
უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხოლო 1,5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია. ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინი დონბასში გაეროს დამკვირვებლების განთავსებით იდეით გამოვიდა, თუმცა მიმომხილველები დასავლეთში სკეპტიკურად უდგებიან რუსეთის ამ ინიციატივას. მოსკოვი შესაძლოა ცდილობს თავიდან აიცილოს ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ამისთვის სურს წარმოაჩინოს, რომ მდგომარეობა დონბასში სტაბილურია. მსგავასად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისა, რუსეთი შეინარჩუნებს სიტუაციის გამწვავების ბერკეტს, თუ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში გაყინულ ფაზაში გადავა.
უკრაინის შეიარაღების მომხრეები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს შეაკავებს და აჩვენებს, რომ ამერიკა მზადაა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი, როდესაც აგრესორები მის შერყევას ცდილობენ. მათი თქმით, საქართველო-რუსეთის ომში დასავლეთის სუსტმა პოზიციამ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გზა გაუხსნა, და ამერიკამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას უკრაინის შემთხვევაში.
"ბატონ პუტინს, ევროპაში საშიში, რევიზიონისტული კურსი აქვს აღებული. მას სურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, ცივი ომის დასრულებით განმტკიცებული საერთაშორისო პრინციპების შეცვლა. ის ღიად ამბობს, რომ მას სურს გავლენის სფეროს შენარჩუნება პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სურს ნატოს და ევროკავშირის დასუსტება. ამიტომ ვნახეთ მისი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს საზღვრები შეცვალა, რომელზეც დასავლეთის პასუხი სუსტი იყო. მოგვიანებით, ის დონბასში შეიჭრა. ამიტომ საქართველოს ომსა და დღეს უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი კავშირია", - ამბობს ჯონ ჰერბსტი, ევრაზიის ცენტრის დირექტორი ატლანტიკური საბჭოდან და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.
ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის შეიარაღების მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ წარმოდგენილი. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ამერიკის ინტერესებში არ შედის და სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. მათი თქმით, იგივე ვიხილეთ 2008 წელს საქართველოს შემთხვევაშიც.
"პირველ რიგში, ეს არ არის მნიშვნელოვანი ჩვენ უსაფრთხოებისთვის. ამას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ ესკალაციას გამოიწვევს, და რუსებს აქ უპირატესობა აქვთ. ამან შესაძლოა მიგვიყვანეს, "დაუდევარ სვლამდე." როდესაც მხარდაჭერას ვაჩვენებთ, ამან შესაძლოა მათი ქცევა შეცვალოს. და თუ ისინი ძალიან შორს წავლენ, ექნება კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი, რომ მათ დაეხმაროს, რაც ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ვნახეთ 2008 წელს, როდესაც, საქართველოს ზუსტად ამ დაუდევარ სვლას ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი მოჰყვა", - ამბობს უილიამ რუგერი ჩარლზ კოხის ინსტიტუტიდან.
შეიარაღებას მხარს უჭერს კურტ ვოლკერი, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, რომელიც პოლიტიკის ცვლილების შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მცდარია ფიქრი, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პროვოცირებამდე მიგვიყვანს.
"მე ხშირად მესმის არგუმენტები, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს საშუალებას შეტევა განახორციელოს ან რუსეთის პროვოცირებაა. ეს სრულიად არასწორია. პირველ რიგში, რუსეთი უკვე არის უკრაინაში მძიმე შეიარაღებით და მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი. მათ კიდევ უფრო მეტი შეიარაღება და სამხედრო ჰყავთ განლაგებული უკრაინის საზღვრის გარშემო" - თქვა კურტ ვოლკერმა ამერიკის ხმასთან საუბარში.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა ეფუძნება იდეას, რომ რუსეთის შეკავება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთს მეზობელ ქვეყნებში შეჭრა მაღალი ფასი დაუჯდება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.
მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლები მხარს უჭერენ უკრაინის შეიარაღებას, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებენ ისინი პრეზიდენტის დარწმუნებას და რამდენად ერთიანი იქნება თეთრი სახლის პოზიცია ამ საკითხზე.
-
რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი კოვიდპანდემიაზე დიდი რამ — AI CEO-ს წერილი "შიდა სამზარეულოდან" რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი კოვიდპანდემიაზე დიდი რამ — AI CEO-ს წერილი "შიდა სამზარეულოდან"
გადახედვა
-
შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ნარკოტიკული თრობის "განცდა"? — კვლევა გვპასუხობს შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ნარკოტიკული თრობის "განცდა"? — კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
უკრაინის ომმა მიუსაფარი ძაღლების ევოლუციაზე იმოქმედა — კვლევა უკრაინის ომმა მიუსაფარი ძაღლების ევოლუციაზე იმოქმედა — კვლევა
გადახედვა
-
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
გადახედვა
-
ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
გადახედვა
-
MapMF: მზია ამაღლობელი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა MapMF: მზია ამაღლობელი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
გადახედვა
-
უკრაინის ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს უკრაინის ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?" — ეს შიში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს "ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?" — ეს შიში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: "დასაქმების სფეროში ძალის დეფიციტია, რომ არა უცხოელები, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა" ირაკლი კობახიძე: "დასაქმების სფეროში ძალის დეფიციტია, რომ არა უცხოელები, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა"
გადახედვა
-
მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზი "მსოფლმხედველობაა" და არა "სოციალური მიზეზი" ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზი "მსოფლმხედველობაა" და არა "სოციალური მიზეზი"
გადახედვა
-
"მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე "მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე
გადახედვა
-
ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბინადრობის ნებართვით რუსეთის მოქალაქეები არიან 29,9%, მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირით. მესამეზე — აზერბაიჯანი 6,3%-ით ირაკლი კობახიძე: ბინადრობის ნებართვით რუსეთის მოქალაქეები არიან 29,9%, მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირით. მესამეზე — აზერბაიჯანი 6,3%-ით
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს
გადახედვა
-
ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
გადახედვა
-
საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა
გადახედვა
-
შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
კომენტარები