საუკუნის წინანდელი საქართველო ჰენრი ნორმანის ობიექტივში
ფოტო: ჰენრი ნორმანი / New York, C. Seribner's sons
სერ ჰენრი ნორმანი ინგლისელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი იყო, რომელიც Pall Mall Magazine-ისა და New York Times-ისთვის მუშაობდა.
1900 წელს, პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, მან ჟურნალი World's Clock დააარსა, რომელშიც რუსეთის იმპერატორთან, ნიკოლოზ II-სთან, და აშშ-ს პრეზიდენტთან, თეოდორ რუზველტთან, ინტერვიუები დაიბეჭდა.
1902 წელს გამოიცა მისი წიგნი All The Russians მის მიერვე გადაღებული 125 ფოტოთი, რომელთა შორის იყო ფოტოები და ჩანაწერები საქართველოდან.
ნორმანმა ციმბირში, მოსკოვში, პეტერბურგსა და კავკასიაში იმოგზაურა. თავის ჩანაწერებში ის აღწერს გზას დარიალის ხეობიდან თბილისამდე და ასევე დედაქალაქის ყველა დამახასიათებელ შტრიხს.
გთავაზობთ მისი ჩანაწერების ფრაგმენტებს დარიალიდან - თბილისის ჩათვლით.
ჩემი პირველი დღე კავკასიაში, გზაზე, ცხვრების, თხების, ძაღლების, ვირებისა და მეცხვარეების ზღვაში გაკვლევაში გავატარე. 12 ვერსის გავლის შემდეგ ფოსტის სადგურში გავჩერდით. როგორც სამხედრო გზა, ეს დაწესებულებაც მთავრობის დაქვემდებარებაშია. ბარაკის მსგავსი ცივი და ნაცრისფერი შენობაა. შევდივართ კარში, რომელსაც "ბუფეტი" აწერია. პატარა ბარში ძეხვეული, კურდღლის ხორცი, კავკასიური ყველი და არაყი გვხვდება.
ხეობა უცებ მთავრდება და წინ საოცარი პეიზაჟი იშლება. ველს კლდეების კედლები არტყამს ორივე მხრიდან. ეს პატარა დაშორება მთებს შორის აქაურებს სათავისოდ გამოუყენებიათ და გზა გაუყვანიათ. კიდევ უფრო წინ გზა უცბად ფართოვდება და რუსული ციხესიმაგრე ჩანს - ოთხკუთხა შენობაა, კუთხეებში კოშკებით. კაზაკი პატრული ეჭვის თვალით მიყურებს და დაჟინებით მაკვირდება, როცა კამერას ვიღებ და ციხეს ფოტოს ვუღებ. აქაურობას სიცოცხლის სხვა ნიშან-წყალი არ ემჩნევა.
ეს სტრატეგიული ადგილი, სადაც მტერს ზარბაზნების მობილიზება ძალიან გაუჭირდება, საუკუნეების წინაც იყო ათვისებული. აქვე, ერთ-ერთ მწვერვალზე, თამარ მეფის აშენებული უძველესი ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.
მთიდან სოფელ ანანურში ჩავდივართ. დასახლება ნაცრისფერი მდინარის პირასაა გაშენებული. ღამით აქ ვრჩებით. მგზავრთათვის მხოლოდ ორი სადგურია, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე. საჭმელი არც ისე კარგია, მაგრამ აქაური ღვინო და პური ყველა მგზავრს აღუდგენს ძალებს.
ეს მცხეთაა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი. არსებობს ლეგენდა და რწმენა, რომ მცხეთა მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც ნოეს შვილთაშვილის შვილთაშვილმა დააარსა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოს მეფეები. დღეს ამ ქალაქზე რკინიგზა გადის, სამხედრო გზა და სამხედრო რკინიგზა სწორედ აქ იკვეთება. პატარა სოფელი ეკლესიებისა და სასახლეების ნანგრევებითაა სავსე, რაც მიანიშნებს, რომ ერთ დროს დიდებული ქალაქი იყო.
გერმანელი ფილოლოგის, პროფესორ ბრუგშის, კალკულაციით, თბილისში საურთიერთოდ სამოცდაათი ენა გამოიყენება. ეს პატარა ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ ამ ქალაქზე წარმოდგენა შეგექმნათ. თბილისი თანამედროვე ბაბილონია, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდებიან; დიდი გზაჯვარედინი, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო გზები ერთმანეთს კვეთენ.
თბილისის ერთი ნახევარი პატარა პარიზია ან ლამაზი ბუქარესტი. როცა ქალაქს უახლოვდები თუნუქის წითელი და მწვანე სახურავები მოჩანს და თქვენ წინ საოცრად ფერადი ხედი იშლება. მაგრამ ყველაზე კარგი ხედი ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებიდან ან ბოტანიკური ბაღიდანაა.
თანამედროვე ქალაქში ფართო, მოკირწყლული და ელექტროობით განათებული ქუჩებია. მაღაზიები დიდი და ლამაზია, აქვეა დიდი პარკი, ტრამვაი ყველა მიმართულებით მოძრაობს, ეტლები კი მოსკოვსა და პეტერბურგზე ბევრად უკეთესია - და ზოგადად, ყველაზე უკეთესი, რაც აქამდე მინახავს.
ჩემს სასტუმროში გიდად როსტომი მუშაობს. გერმანელი ფილოლოგის მოწოდებული ინფორმაციის გამოსაცდელად ვკითხე რამდენი ენა იცის მან. როსტომმა მიპასუხა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მერე ჩამოთვლა დაიწყო - რუსული, მეგრული - მისი მშობლიური ენა - ქართული, სომხური, სპარსული, ლეკური - დანარჩენი არ მახსოვს, არც ის ვიცი, როგორ იწერება მათი სახელები, მაგრამ საოცარი სიაა. როსტომს ყველა ენა სჭირდება ბაზარში ხალხთან საურთიერთოდ.
თუ თბილისის ერთი ნაწილი ევროპულია, მეორე ნახევარი სრულად აღმოსავლურია. ვიწრო ქუჩებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სხედან ვაჭრები - ვერცხლის ოსტატები, იარაღის მჭედლები, ფეხსაცმლის ოსტატები, ხალიჩებით მოვაჭრენი, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველები.
თბილისი, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი, აღმაფრთოვანებელია. ყველა ეროვნების ადამიანს გამორჩეული ტანსაცმელი აცვია და ყველა მათგანს სახასიათო სახე აქვს. თათრებს ადვილად იცნობთ გადაჭრილი კონუსისებრი ქუდებით, ლეკები არწივებს ჰგვანან, სპარსელებს ასტრახანული ბეწვის ქუდები ახურავთ, სომხებს - ბრტყელი კეპები, თურქმენებს - დიდი, ცხვრის ტყავის ბოხოხები; გერმანელებს სვაბიური კოსტუმები აცვიათ, ყველაზე გამორჩეულები კი, ქართველები არიან თავიანთი ჩოხებით.
ასეთ მრავალფეროვან და ერთმანეთისგან მკვეთრად გამორჩეული ადამიანების წრეში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის და წარმომავლობისაა ადამიანი, მათი ქცევა და ჩაცმის სტილი მიანიშნებს, რომ ღირსეული, გამორჩეული და გემოვნებიანი ხალხია.
თბილისის ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ღვინის ქუჩაა. აქ კახური, წითელი და თეთრი ღვინო იყიდება. ოჯახის ღვინოები ცოტა მჟავეა და არც გამორჩეული გემო აქვს, მაგრამ სუფთაა.
ღვინის ტიკები, რა თქმა უნდა, ბევრგან მინახავს, მაგრამ ღვინით ავსებული მთელი ხარი პირველად ვიხილე, დუქნის შესასვლელთან ვნახე. თავად დუქანი მიწისქვეშაა, ღვინით სავსე კატაკომბი.
თბილისში გამორჩეული აბანოებია. მოზაიკით მორთული დიდი შენობა სომხური ბაზრის ცენტრში დგას. გოგირდის წყაროების სავსე აუზები და დარბაზები მიწისქვეშაა მოთავსებული. აბანოში სიჩუმეა და მხოლოდ ცხელი წყლის შადრევნის შხაპუნის ხმა ისმის.
აბანოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მექისე. ის სპარსელია, რუსულად მხოლოდ ორი სიტყვა იცის. გადაპარსული თავი და ნარინჯისფერი ტერფები აქვს. ჯერ ჯერმინ სტრიტის შამპუერივით გაგსაპნავს, მერე უცებ, მუცელზე წამოწოლილს, ზედ შეგდგება, ქუსლებს ხერხემალში ჩაგაჭერს, ხელებით კი მხრებს გიქაჩავს უკან და ნელ-ნელა, ოსტატურად, ფეხებით ყველა კუნთს გიმასაჟებს. ამას რომ მორჩება, აბრეშუმის ქისით მთლიანად ქაფით დაგფარავს.
ყველაფერი ძალიან კარგია, ვიდრე სიგარეტს არ მოსთხოვ - ის წავა, მოიტანს ერთ ცალს, ჩაიდებს პირში, მოუკიდებს და გაწოდებს. აქ კი დასავლური აზიზობა გერთვება, არადა ამ აღმოსავლელს მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებს.
აბანო ექვსი შილინგი ღირს, მაგრამ რას იზამ, აღმოსავლეთში სისუფთავე ძვირი სიამოვნებაა.
ერთ დროს მოდიდან გადასული ეროვნული სამოსი ახლა ისევ აქტუალურია. ეროვნული ლიტერატურაც ფეხს იკიდებს, ქართველი ქალები კი, ჭორაობის ნაცვლად პოლიტიკაზე საუბრობენ.
ოლივერ ვორდროპი წერდა: "თუ რუსეთი დიდ ომში ჩაერთვება, საქართველო აუცილებლად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და დარიალის გზას გადაკეტავს. მათ სომხები და ლეკებიც მიბაძავენ". ჩემი აზრით, რუსეთის არც ერთ მტერს ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ქართველების ეროვნული პოლიტიკა უკვე წარსულს ჩაბარდა, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ რუსეთი არ დასუსტდა ისე, რომ თავისით დაიშალოს. მეეჭვება, რომ მიუხედავად მათი ეროვნული ტანსაცმლის საბრძოლო შესახედაობისა, ქართველებს თვითორგანიზებისა და წარმატების უნარი ჰქონდეთ.
გარდა ამისა, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ქართველებს დამოუკიდებლობა უნდა ერჩივნოთ. მათ განვითარების იგივენაირი შანსი აქვთ, როგორიც რუსებს. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს კარგად ექცევიან და თან თუ რუსეთთან გაწყვეტენ კავშირს, ახალი მფარველისა და მოკავშირის ძებნა მოუწევთ - რადგან, ჯერ-ჯერობით, მათ არ აქვთ ძალა და უნარი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი. მოკლედ, კავკასიის პატარა ხალხები რუსეთისთვის პოლიტიკურ პრობლემას არ წარმოადგენენ.
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა














კომენტარები