"ოცნების" პოლიტსაბჭო 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა. ოცნების პოლიტიკური საბჭო განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე უხეშ თავდასხმად აფასებს და განცხადებაზე ხელმომწერებს მოუწოდებს საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
"17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში "დიპ სტეიტის" აგენტურის, კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.
ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო," — აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების საბჭოს განცხადებაში ევროპელ მინისტრებს "ჩინოვნიკებად" მოიხსენიებს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ "პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას" ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა. კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ", — წერია განცხადებაში.
ოცნების პოლიტსაბჭოს განმარტებით, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადება კიდევ ერთ დეზინფორმაციას შეიცავს — აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით.
"წერილი შეიცავს კიდევ ერთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, აქტივისტები "უსამართლოდ არიან დაკავებული". ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ძალადობრივ მცდელობას გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ USAID, NED, EED და სხვა მსგავსი ფონდები და ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები. მათვე შერაცხეს ბრუტალური ძალადობა "მშვიდობიან პროტესტად", რასაც საბჭოური პროპაგანდაც კი არ იკადრებდა. როგორც ცნობილია, მოძალადე მომიტინგეების მიმართ წარმართული ყველა პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. ამასთან, დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილზე ხელმომწერ ჩინოვნიკებს შევახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მოძალადიდან მხოლოდ 30-მდე მოძალადეა დაკავებული, რაც გამოძიების მაღალ სტანდარტს ადასტურებს. ხელმომწერებს ასევე შევახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში და სხვა შესაბამის ევროპულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისთვის მრავალწლიანი (მათ შორის 5-8 წელი) პატიმრობაა გათვალისწინებული
როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ რუმინეთში მომხდარი გაუგონარი ამბავი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ არჩევნები საერთოდ გაუუქმეს, ხოლო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ევროპული ბიუროკრატიისგან, რომელმაც დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის ამ აქტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული დემოკრატიის დაწუნება სრულიად უადგილოა," — აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების პოლიტსაბჭო ევროპელი პოლიტიკოსების საპასუხოდ "დიპ სტეიტსაც" ახსენებს და განმარტავს, რომ ევროკავშირს ქვეყნებში მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
"შემაშფოთებელია დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილში მოცემული დირექტივაც იმის შესახებ, რომ უნდა "გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები". საუბარია კანონებზე, რომელთა მიზანი გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთაა. ყველა ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული "დიპ სტეიტის" არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს "დიპ სტეიტის" აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე "დიპ სტეიტმა" დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. "ბრექსიტის" საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც "დიპ სტეიტის" გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ "დიპ სტეიტი" მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და "დიპ სტეიტის" დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ "დიპ სტეიტის" სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ "დიპ სტეიტი" არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა "დიპ სტეიტის" პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს", — წერს ოცნების პოლიტსაბჭო.
ოცნების პოლიტიკური საბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ" დაუშვებენ. მათი თქმით, საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო.
"ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება გაავრცელა. სადაც წერია, რომ განაგრძობენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.
ევროპელი მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან".
ვრცლად იხილეთ:
17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოზე განცხადებას ავრცელებენ
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
-
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი
-
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ
გადახედვა
-
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
-
Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს" მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
-
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
-
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
გადახედვა
-
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
-
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
-
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
გადახედვა
-
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
გადახედვა
-
9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე 9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე
გადახედვა
კომენტარები