ინდოეთი მოსახლეობის დასათვლელად $500 მილიონს დახარჯავს
ფოტო: Getty Images
ექვსწლიანი დაგვიანების შემდეგ, ინდოეთი საბოლოოდ იწყებს მოსახლეობის დათვლას ორფაზიანი აღწერის ფარგლებში, რომელიც 2027 წელს დასრულდება, — აცხადებს ინდოეთის მთავრობა. ეს პროცესი ხელისუფლებას $500 მილიონი დაუჯდება.
ინდოეთის მოსახლეობის აღწერა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ადმინისტრაციული პროცედურაა და უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს სოციალური პროგრამების დაგეგმვისთვის, ფედერალური ფონდების განაწილებისთვის, საარჩევნო ოლქების განსაზღვრისა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მისაღებად.
თავდაპირველი გეგმით აღწერა 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს ინდოეთის მოსახლეობის აღწერა 2011 წელს ჩატარდა.
პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა თავდაპირველად აღწერის გადადების მიზეზად COVID-19 პანდემიას ასახელებდა, თუმცა კრიტიკოსები კითხვის ნიშნებს სვამენ იმის თაობაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი ასე ძალიან.
ოთხშაბათს ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ დიდი ხნით ნანატრი აღწერა ორ ფაზად ჩატარდება, ხოლო დასრულების მიახლოებით თარიღად 2027 წლის 1 მარტი განისაზღვრა.
ჰიმალაის თოვლით დაფარული რეგიონებისთვის – მათ შორის უტარაკჰანდი, ჰიმაჩალ-პრადეში, ლადახი და ჯამუ-ქაშმირი – აღწერის დასრულების პირობითი თარიღი იქნება 2026 წლის 1 ოქტომბერი.
თუმცა, კონკრეტულად როდის დაიწყება აღწერა, განცხადებაში არ არის აღნიშნული.
დამოუკიდებელი ინდოეთის ისტორიაში პირველად, მთავრობა ასევე შეაგროვებს მოქალაქეების კასტის მონაცემებს – რაც ინდოეთში პოლიტიკურად და სოციალურად სენსიტიური საკითხია, — აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო შემთხვევა, როდესაც კასტები ოფიციალურად დაითვალეს აღწერის ფარგლებში, 1931 წელს იყო, ბრიტანული კოლონიური მმართველობის პერიოდში.
ექსპერტები საუბრობენ იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა ჰქონდეს მოსახლეობის აღწერის დაგვიანების მსგავს შემთხვევას მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში – მათ შორის, ადამიანების გამორიცხვას სოციალური პროგრამებიდან და რესურსების არასწორ განაწილებას.
"აღწერა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობრივ დათვლას არ ნიშნავს. ის იძლევა ფასდაუდებელ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია დეტალურ დონეზე გადაწყვეტილებების მისაღებად," – განუცხადა BBC-ს 2023 წელს განვითარების ეკონომისტმა პროფესორმა კეი პი კანანმა.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები