ელგუჯა ხოკრიშვილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ტოვებს
"მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა" — ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხოკრიშვილი აღნიშნავს, ის ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.
მისი განცხადებით, ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება
"2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტია საქართველოსთვის სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა.
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.
ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.
ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა.
რუსეთის გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში.
ამ პირობებში არავის აქვს უფლება კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად რუსეთი იწოვს, პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად.
ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი.
ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე" — წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
შეგახსენებთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ლიდერები ამბობენ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების აღიარებას და ოცნების ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს. არჩევნებში მონაწილეობას იღებს გახარია საქართველოსთვის. ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გუშინ, 2 ივლისს, წულუკიანის კომისიაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ლელო - ძლიერი საქართველოც. კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამჟამად წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პატიმრობაშია, გუშინ, 2 ივნისს, პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მორიგჯერ მოუწოდა.
"გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია" — აღნიშნულია ხაზარაძის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
ასევე იხილეთ:
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები