სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირისკენ სწრაფვაში სომხეთი საქართველოს ჩაანაცვლებს
პარტია "ლელო — ძლიერი საქართველოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა 29-30 ივნისს სომხეთში კაია კალასის ოფიციალურ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, კალასის ჩასვლა სომხეთში ნიშნავს მოვლენების შემდეგნაირად განვითარებას: "როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს". სამადაშვილი ამაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს
სალომეს განცხადებით, სომხეთის დემოკრატიული გარღვევის შემდეგ, მათი დამოკიდებულება შეიცვალა, რის შემდეგ ევროკავშირისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ.
"ევროკავშირთან ურთიერთობები ყოველთვის ემყარება ღირებულებებს და იმას თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის სახელმწიფო, დემოკრატიის თვალსაზრისით, ევროკავშირის მოლოდინს. სწორედ ამიტომ არის, რომ სომხეთში დემოკრატიული გარღვევის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, შეიცვალა როგორც სომხეთის დამოკიდებულება, გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით და მათ გადაწყვიტეს ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ასევე ვხედავთ რამხელა მხარდაჭერა აქვს დღეს სომხეთს ევროკავშირიდან. ამის პარალელურად, როდესაც საქართველოში რუსული ავტოკრატიული სისტემა დამყარდა, ცხადია და როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს. მაშინ როდესაც საქართველომ დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების გზა და ჩვენ არ მივდივართ წინ, მაშინ როდესაც დღის წესრიგში დგას უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთან, ვხედავთ, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მაღალი დონის ვიზიტებს სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაკარგავს", — თქვა სალომე სამადაშვილმა.
შეხსენებისთვის, კაია კალასი 29-30 ივნისს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
ასევე იხილეთ:
- "ვიმსჯელეთ ევროკავშირ-სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე" — კაია კალასი სომხეთში ჩავიდა
- ფაშინიანი: ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემა ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება მათ პრობლემა ჩემთან ჰქონდეთ?
- "თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგული სამწყსო მას ქრისტიანული წესით გადააყენებს" — ფაშინიანი სომხეთის პატრიარქზე
- სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის მეთაურს საკუთარი პენისის ჩვენებას სთავაზობს
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები